აუცილებელი უნარები მომავლისთვის - როგორ დაიმკვიდროთ თავი ხელოვნური ინტელექტის ხანაში

Gallup-ის მიერ სექტემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ამერიკელი დასაქმებულების სულ მცირე 22%-ს ეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება შეამცირებს მათ ხელფასებს და ბენეფიტებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი - ჩაანაცვლებს მათ. 

გლობალური ინვესტიციების ბანკის, Goldman Sachs-ის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის აქტიურად დანერგვის შედეგად 300 მილიონამდე სრული განაკვეთის სამუშაო ადგილი დადგება გაქრობის რისკის ქვეშ, თუმცა, გაიზრდება გლობალური შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. სიახლე არა რის, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების და ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების გამო, ბევრი დასაქმებული შეიძლება დადგეს სამსახურის დაკარგვის რეალობის წინაშე. 

ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ცხოვრების ბგანუყოფელი ნაწილი ხდება მიუხედავად იმისა, ეთანხმებით ამას, თუ არა. შესაბამისად, კარიერული განვითარების გზების დაგეგმვისას, კარგი იქნება თუ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ცოდნას შეიძენთ, სცადეთ სხვადასხვა პროცესების ავტომატიზირება და დანერგეთ ისინი თქვენს ყოველდღიურ რუტინაში. 

მიუხედავად ტექნოლოგიების მზარდი როლისა, სამსახურში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულების ე.წ. რბილი უნარები. რბილ უნარებს განსაკუთრებით აფასებენ დამსაქმებლები, რეკრუტინგის პროცესში კომპანიის HR-ები რბილ უნარებს ხშირად უფრო დიდ მნიშვნელოვას ანიჭებენ, ვიდრე კვალიფიკაციას და გამოცდილებას. 

რბილი უნარები შეუცვლელია და მათი ჩანაცვლება ტექნოლოგიებით შეუძლებელია. Forbes გვიზიარებს უნარებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი დაგეხმარებათ თავის დამკვიდრებაში: 

1. პრობლემების გადაჭრის უნარი;

თავისუფალი აზროვნება, პოტენციური რისკების განსაზღვრა და მათი მოგვარების საშუალებების მოფიქრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერ კომპანიაში. ChatGPTშეიძლება დაგეხმაროთ გარკვეულ კითხვებზე პასუხების მოძიებაში, თუმცა მისირესურსები ლიმიტირებულია. მაგალითად, ChatGPT-ის პასუხები ეყრდნობა 2021 წლის სექტემბრამდე არსებულ ინფორმაციას, ინტერნეტში არსებული ზღვა გადაუმოწმებელი ინფორმაციის არსებობის გამო, შეიძლება მის მიერ მომზადებული პასუხები შეიცავდეს ფაქტობრივ უზუსტობებს. 

ადამიანის გონების უსაზღვრო შემოქმედებითი შესაძლებლობები შეუფასებელია. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო ამ პრობლემას? რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები? რა შედეგი დადგება თუ ვცდით ამას? რისი სწავლა შეიძლება ამ პრობლემისგან?“.

2. ადამიანური ურთიერთობების დამყარების უნარი;

ადამიანები სოციალური არსებები არიან და მათი სრულყოფილი არსებობისთვის აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. წარმოიდგინეთ რამდენად არაბუნებრივი იქნება, კომპანიის დამფუძნებლებს წარუდგინოთ პრეზენტაცია, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის მომზადებული ან კლიენტთან შეხვედრაზე გაუშვათ რობოტი ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ადამიანი.

ადამიანური ურთიერთობების დამყარებაყველაზე ღირებული უნარია და მისი შეცვლა შეუძლებელიაამ უნარის განვითარება შეგიძლიათ სხვადასხვა პროფესიულ ღონისძიებებზეკურსებსა და ტრენინგებზედასწრებით, ურთიერთობებში გულწრფელობით, გამჭვირვალობით და სხვა ადამიანებთან ნდობის ჩამოყალიბებით. 

3. ლიდერობა; 

ლიდერობის უნარები ბევრად აღემატება ნებისმიერ ტექნოლოგიურ უნარსლიდერები სხვა ადამიანებს აძლევენ წინსვლის და ცვლილებების მოტივაციას. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი გუნდი შედგება 5 ადამიანისგან თუ 5000 თანამშრომლისგან, სტრატეგიული ფიქრის, კონფლიქტების მართვის, ქოუჩინგის, ემპათიის, გადაწყვეტილების მიღების უნარები ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ კარგი ლიდერი თქვენი გუნდისთვის. 

ლიდერობის უნარები შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მენეჯმენტის და ლიდეროის ტრენინგებით, სხვადასხვა თვითგანმავითარებელი წიგნების კითხვით, პოდკასტების მოსმენით და ა.შ.

მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთსაკუთარ შესაძლებლობებ, მართვის სტილი,გაიაზროთ ზრდის და გაუმჯობესების შესაძლებლობები და ჩამოაყლიბოთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ განვითარების გეგმების მიღწევაში. 

4. ემოციური ინტელექტი;

ემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვების ემოციების გააზრების და შეფასების, ასევე საკუთარი ემოციების მართვის უნარი. ემპათია, აქტიური მოსმენა, საკუთარი თავის შეცნობა, გამძლეობა არის ხასიათის მახასითებლები, რომლებიც ამდიდრებენ ადამიანების გამოცდილებებს, აყალიბებენ ღირებულ კავშირებს და სამსახურებრივ თუ პირად ურთიერთობებს. 

შეაფასეთ თქვენი ემოციური ინტელექტის დონე ონლაინ ტესტების მეშვეობით. გაიაზრეთ თქვენი მოტივაცია, როგორ ექცევით სხვა ადამიანებს, იზრუნეთ ემოციური ინტელექტის გაზრდაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ მიდგომები, აწარმოეთ დღიური, სადაც აღწერთ ყოველდღიურ პროგრესს. 

ელოვნური ინტელექტი შეიძლება რევოლუციურ მიდგომებს ამკვიდრებდეს შრომით ბაზარზე, თუმცა აუცილებელი არ არის, მან თქვენი კარიერა გაანადგუროს. არ დაელოდოთ თქვენ დამსაქმებელს სანამ ისინი თავად დააწესებენ სავალდებულო ტრენინგებს. იყავით პროაქტიური და დაგეგმეთ თქვენი კარიერული განვიარება. უახლოეს ტექნოლოგიური მიღწევებისთვის ფეხის აწყობ, ტრენდების გააზრებით და თქვენი რბილი უნარების განვიარებით დარმუნებული იქნებით, რომ თამამად შეაბიჯებთ ტექნოლოგიური სიახლეების ერაში. 

წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2023/09/17/5-skills-for-the-future-how-to-proof-your-career-for-the-ai-revolution/?sh=73af44e1331d