რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?

განვითარება და სწავლა ადამიანების ერთერთი ძირითადი მოტივატორია. მოტივაციის სხვადასხვა თეორიებს ადამიანების დეკლარირებული სურვილი განამტკიცებს - ადამიანები საქმეს თუ სასწავლო პროგრამას სწორედ განვითარებისა და სწავლების სურვილით ირჩევენ.

ინსორსის ინიციატივას, გამოგვეკითხა თუ რას მიიჩნევენ ადამიანები განვითარებად, ერთმა საინტერესო ისტორიამ უბიძგა, როდესაც რამოდენიმე ადამიანთან საუბრისას დავაფიქსირეთ, რომ მიუხედავად მათი წარმატებული კარიერისა, ზოგი ადამიანისთვის “განვითარება” მენეჯერულ თანამდებობას ნიშნავდა, ნაწილისთვის კი მხოლოდ საინტერესო საქმეა.

მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურება ნამდვილად მიეკუთვნება განვითარებას, რადგან ადამიანებს მართვის უნარების გაუმჯობესება თუ განვითარება სჭირდებათ. აქ პიტერის კანონიც გაგვახსენდა, თუმცა პიტერის კანონი მენეჯერულ უნარებზე არაფერს ამბობს.

ინსორსის გამოკითხვა ჩატარდა კომპანიის ფეისბუქ გვერდისა და ონლაინ გამოკიხთვის მეთოდით. გამოკითხვაში მონაწილეობა 2300 ადამიანმა მიიღო. მათგან 71% მდედრობითი სქესია.  რესპოდენტთან 73% დასაქმებულია;გამოკითხულთა უმეტესობას (37%) 10 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი აქვს.

პროფესიული განვითარებისთვის გამოკითხულებმა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად საკუთარი საქმის სიღრმისეული შესწავლა დაასახელა(74%), ამ ფაქტორის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ჩვენი რესპოდენტების მაღალ მოტივაციას პროფესიულ განვითარებაზე. ასევე საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ (71%)საქმესთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა დაასახელა, რაც კვლავ საინტერესოა და ადასტურებს ჩვენი რესპოდენტების  დამოკიდებულებას - პროფესიონალიზმი რომელიმე სფეროში #1 მოტივატორია.

როგორც გამოიკვეთა, გამოკითხულებისთვის ასევე  მნიშვნელოვანია მათ კომპანიაში არსებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, 53% ფიქრობს, რომ განვითარებისთვის სხვადასხვა საქმიანობა, ინფორმაცია და ახალი უნარების განვითრება საჭიროა.

ჩვენი გამოკითხვის “მიზეზმა”, დაწინაურებით განვითარებამ, რესპოდენტების საინტერესო  დადასტურება მიიღო - 51%-ს მიაჩნია, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია დაწინაურება.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაო პროცესში უნარების განვითარებას, რესპოდენტებისთვის აქტუალური აღმოჩნდა დამოუკიდებლად ფიქრი და გადაწყვეტილების მიღების უნარი (75%),პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება (72%),  რაც შეეხება “ყუთის გარეთ ფიქრს” და პრობლემის არასტანდარტულად მოგვარებას, ამ ფაქტორს რესპოდენტების 49% დაეთანხმა, როგორც განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარს. უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენტების 34% ფიქრობს, რომ “უკეთესი სამუშაო პირობებიც” განვითარებაა.  ეს დებულება ერთი შეხედვით სადავოა,  თუმცა, ხალხის მართვის გავრცელებული პრაქტიკით, “უკეთესი პირობები” ხშირად განსხვავებული სამუშაოსა და სხვა უნარების სანაცვლოდ გაიცემა.

ინფოგრაფიკით  მოცემულია გამოკითხვის შედეგები. ჩვენი კვლევის მიხედვით და თანახმად მოტივაციის თეორიებისა, განვითარების მთავარ ობიექტად პროფესიონალიზმი, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და სწავლა დასახელდა. 

სწორედ ამ მოტივატორების შენარჩუნებისა თუ განვითარებისკენ ისწრაფიან ცნობილი კომპანიებიროდესაც ცდილობენ გუნდის წევრების სხვადასხვა პროექტებში განთავსებას თუ მათ მიერ ინიცირებული იდეების განხორციელებას.

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები