HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად

შერჩევის გასაუბრებაზე გაჟღერებული კითხვები ყოველთვის აქტუალური კითხვაა დისკუსიისა თუ  საკუთარი მოსაზრების გამოსახატავად. 

ძალიან ხშირია, ინფორმაციის გაცვლა, თუ ვის რა კითხვა დაუსვა რეკტურერმა ინტერვიუზე. გასაუბრებაზე მიღებულ გამოცდილებას სოციალურ ქსელებშიც ხშირად განვიხილავთ.

რამოდენიმე დღის წინ, ინგლისურენოვანმა გამომცემლობამ “ბიზნეს ინსაიდერი” გამოაქვეყნა რეკრუტერების "რჩეული” კითხვები, რომელსაც ყველაზე ხშირად და თითქმის მუდმივად იყენებენ გასაუბრებაზე.

1. “ბიზნეს ინსაიდერის” მიხედვით, ამერიკელი რეკრუტერების რჩეული კითხვები შემდეგია:

2. “მომიყევით თქვენი იმ პერიოდის/გამოცდილების შესახებ, როდესაც თქვენ იყავით ცვლილებების ინციატორი ან ცვლილებების აგენტი”. ვინაიდან ცვლილებების მართვა დღეს მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, კითხვას ხშირად იყენებენ ცვლილებების ადაპტაციის უნარის შესაფასებლად.

3. “რითი შეიძლება იყოთ დასამახსოვრებელი ან გამორჩეული?” - ამ კითხვით  რეკრუტერები შეაფასებენ კანდიდატის მიერ საკუთარი შესაძლებლობების/ცოდნის/ხედვის ან რაიმე თვისების სწორად შეფასების უნარს

4. “გამიზიარეთ თქვენი წარმატებული პროექტი ან შედეგი, რომლითაც ამაყობთ” - ეს კითხვა GAP-ის რეკრუტერების ფავორიტი კითხვაა, რომლითაც კანდიდატის შედეგების მიღწევის უნარს შეაფასებენ

5. “რა იქნებოდა ამ პოზიციაზე/როლზე თქვენი მოტივაციის/ჩართულობის მიზეზი?” - Accenture რეკრუტერების ფავორიტი კითხვაა, რომლითაც კანდიდატის მოტივაციას შეაფასებენ

6. “ამ პოზიციაზე  რას გააკეთებდით  წარმატების მისაღწევად 30, 60 და 90 დღეში?” - ეს კითხვა Cerner Corporation (ჯანდაცვის ტექნოლოგიები) - ეს არის კითხვა, რომელიც ერთდოულად შეაფასებს კანდიდატის ცოდნას,  შედეგების მიღწევის უნარს და ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარს. Cernern ის გარდა, ამ კითხვამ ჩვენც (სტატიის ავტორები) მოგვხიბლა.

7. “რა გამოგრჩევთ სხვა კანდიდატებისგან”? - ეს კითხვა შეაფასებს კანდიდატის მზაობას  რა ცოდნას ან გამოცდილებას შემატებს ახალ გუნდს 

8. “მომიყევთ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც მართავდით, სად არიან ისინი ახლა? თქვენ რა როლი გაქვთ მათი კარიერის შექმნაში?” - ეს კითხვა ტექნოლოგიურ კომპანია Cadence Design Systems ეკუთვნის. ამ კითხვას უსვამენ  კანდიდატებს მენეჯერულ პოზიციაზე, ხალხის ქოუჩინგისა და განვითარების უნარის შესაფასებლად

9. “რა მოგწონთ თქვენს მიმდინარე სამსახურში?” ამ კითხვას კვლავ Cerner Corporation იყენებს აქტიურად, რომელსაც მოსდევს კითხვა “რა არ მოგწონთ თქვენს სამსახურში”.  ამ კითხვით რეკრუტერები შეაფასებენ თუ რა არის კადნდიატის ჩართულობისა და ინტერესის “მიზეზი”

10. “რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?” - ეს კითხვა მნიშვნელოვანია რეკრუტერისათვის, მათ აინტერესებთ როგორ მოემზადა კანდიდატი გასაუბრებისათვის და რა აინტერესებს, ორგანიზაცია თუ მხოლოდ თანამდებობა

11. “რატომ აარჩიეთ ეს პროფესია?” - ამ კითხვას ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრში უსვამენ მედდის ვაკანსიაზე მიწვეულ კანდიდატებს 

12. “მოგვიყევით თქვენი იმ გამოცდილების შესახებ, როდესაც მოაგვარეთ პრობლემა და ამის გასაკეთებლად თითქმის არაფერი ინფორმაცია გაგაჩნდათ” - ეს კითხვა პრობლემის მოგვარებისა და ახლის სწავლის  კომპეტენციას ძალიან ეფექტურად შეაფასებს

13. “სამი ზედსართავი სახელი, რომელსაც გამოიყენდებით საკუთარი თავის დასახასიათებლად” - რა თქმა უნდა, ამ კითხვას კარგი ან ცუდი პასუხი არ გააჩნია. როგორც ამერიკული Cadence Design System რეკრუტერები ამბობენ,  საინტერესო მოსასმენია როგორ მსჯელობს კანდიდატი საკუთარ თავზე.

14. “რა იქნებოდა მიზეზი დატოვოთ ის პოზიცია რომელსაც გთავაზობთ ახლა?” - რეკრუტერები ამ კითხვით აზუსტებენ კანდიდატის მოლოდინებს.

“ბიზნეს ინსაიდერის” მიერ გაზიარებულმა  ინფორმაციამ გააჩინა ჩვენი ინტერესიც და გამოვიკითხეთ, ჩვენი, ქართველი რეკტურეტების რჩეული კითხვები. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინტერვიუს ფავორიტი კითხვებია:

1. “რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან?” - ამ კითხვით, ინტერვიუერი გამოავლენს იმ ფაქტორებს თუ რა შეიძლება გახდეს მომავალში დემოტივაციისა და სამსახურის დატოვების მიზეზი

2. “რა გიქმნით მოტივაციას და რა არის თქვენი მიზანი?” - საინტერესო კითხვაა, კანდიდატის საქმის შესრულების მოტივების დასადგენად

3. “მოგვიყევით თქვენს შესახებ” - მიმართვის ამ ფორმით, ინტერვიუერი ცდილობს გაიცნოს კანდიდატი

4. "რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით?” - მოტივაციის შეფასება მნიშვნალოვანია დაქირავების პროცესში, ეს კითხვა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამავე მიზნით დაისმება კითხვა “რატომ გინდათ სამსახურის შეცვლა”, რომელიც დაფიქსირდა გამოკითხვის შედეგებში

5. “რა არის თქვენი ყველაზე დიდი წარმატება/წარუმტებლობა კარიერაში?” - ეს არის საკმაოდ საინტერესო კითხვა, რომლითაც რეკრუტერი კანდიდატის შედეგების მიღწევის, გაუმჯობესებისა და განვითარების უნარს გამოავლენს

6. "სად ხედავთ თვს 3-5 წლის შემდეგ?” - ეს კითხვა მიზნად ისახავს რეკრუტერმა შეაფასოს კანდიდატის ინტერესები, შედეგის მიღწევისა და განვითარების სურვილი 

7. “აღწერეთ სამუშაო ან საქმე, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენთ” - ძალიან საინტერესო კითხვაა კანდიდატის მოლოდინების გამოსავლენად, თუ რა საქმე და გარემო იქებოდა მისთვის სასურველი. ამ კითხივს ანალოგია “როგორია თქვენი საოცნებო სამსახური", რომელიც ასევე დაფიქსირდა ჩვენს გამოკითხვაში

8. “რატომ თქვენი კანდიდატურა?” - ეს კითხვა ამერიკული “რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისაგან” კითხვის ანალოგია და მისი “ფუნქციაც”  იგივეა -  რეკრუტერმა შეაფასოს  თუ რას შემატებს კანდიდატი გუნდს

9. “რა ისწავლეთ ბოლოს? როგორ იყენებთ იმას, რაც ისწავლეთ? რთული იყო სწავლის პროცესი? რა რესურსებს იყენებთ ცოდნის, პროფესიის, ზოგადი განვითარებისათვის” - ალბათ ახსნა აღარ არის საჭირო, რადგან ეს საინტერესო კითხვა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა, თუ როგორ უნდა შეფასდეს კანდიდატის განვითარების უნარი

10. “რა არის თქვენი პიროვნების განმსაზღვრელი სამი თვისება?” - კითხვა  შეაფასებს კანდიდატის მიერ, საკუთარი თვისებების და/ან უნარების  შეფასების სურვილს და შესაძლებლობებს, რაც რეკტურეტს დაეხმარება კანდიდატი შეაფასოს კომპანიის  კულტურასა და ვაკანსიასთან მიმართებაში

ვფიქრობთ საინტერესო კითხვებია და გვჯერა, გუნდის წევრის შერჩევა მენეჯერისა თუ HR მენეჯერის ერთერთი ყველაზე რთული საქმეა.

 

 

2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები