2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)

2017 წლის ერთერთი ცხელი თემა რა თქმა უნდა კვლავ დასაქმებაა. მსჯელობებმა ვაკანსიების და გასაუბრების გამოცდილების შესახებ სამეგობროს წრეებიდან აქტიურად გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში და ხშირად შევხვდებით სხვადასხვა პოსტებს, სადაც ნაცნობები თუ უცნობები განიხილავენ სხვადასხვა ვაკანსიებზე არის თუ არა სწორი მოთხოვნები, ვის რა გამოცდილება ჰქონდა, როდესაც კომპანიაში გასაუბრებაზე მიიწვიეს და ა.შ.

ვაკანსიების გავრცელების წყაროებიც დროთა განმავლობაში იცვლება და ტრადიციულ, ვაკანსიების ვებ-გვერდებს ნელ-ნელა ანაცვლებს სოციალური ქსელები. ბოლო პერიოდში აქტიურად გვხვდება მცირე განაცხადება ვაკანსიების შესახებ Linkedin-ზე, სოციალური ქსელების პროფესიულ ჯგუფებში და ა.შ.

ინსორსმა მოიძია 2017 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ვაკანსიების განსათავსებელი პორტალებიდან, Linkedin-დან, კომპანიების ვებ-გვერდებიდან.

ინფოგრაფიკით მოცემულია ინფორმაცია მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე რა ტიპის პროფესიებზე და რა სფეროებში იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა. 

 

გაყიდვების მენეჯერის პოზიცია კვლავ უკონკურენტოა და პირველ ადგილზეა (ინსორსი ვაკანსიების სტატისტიკას 2012 წლიდან აწარმოებს და გაყიდვების მენეჯერის პოზიცია ყოველთვის პირველ ადგილზე იყო). ვაკანსიების 8.3% ამ ვაკანსიებს მიეკუთვნება და დასაქმების ბაზარზე ძირითად მოთხოვნას გაყიდვების მენეჯერებზე მომსახურების სფერო (74%) ქმნის.

დასაქმების ბაზარზე აქტიური იყო საცალო ქსელი, რომელმაც დიდი მოთხოვნა შექმნა გაყიდვების კონსულტანტებზე (8%), მოლარეებზე (7.8%) და დამლაგებლების ვაკანსიების უმეტესობაზე (6%). კვლავ მაღალია ხალხის მოძიების ინტერესი ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ძირითადად მოთხოვნას სერვის პერსონალზე ქმნის (ოპერატორები (4.9%) და მოლარეები (7.8%)).

საინტერესოა მომსახურების სფეროს გააქტიურება ბაზარზე. ამ სფერომ გააჩინა მოთხოვნა ტექნიკურ პერსონალზე (4.5%), როგორიცაა მუშები, ელექტრიკოსები, ხელოსნები და მსგავსი ტიპის პოზიციები.

კვლავ აქტიურია სადისტრიბუციო ბიზნესი, რომელიც ქმნის მოთხოვნას დისტრიბუტორების, პრისელერების და სუპერვაიზერების პოზიციებზე (სულ ჯამში 5.2%).

ტოპ პროფესიების ათეულში ვერ მოხვდა, მაგრამ თვალში მოგვხვდა ვაკანსიების სიხშირე აკადემიურ პოზიციებზე (მასწავლებელი, ლექტორი), სხვადასხვა პროფესიების ტრენერებზე, და სამედიცინო პერსონალზე, რომელზეც მოთხოვნა შექმნა მცირე და საშუალო ზომის კლინიკებმა და ჰოსპიტალებმა.

აქვე უნდა დავსძინოთ, რომ 2017 წლის პირველ სამ კვარტალშიც იგრძნობა გამოცხადებული ვაკანსიების განსხვავებული სპეციფიკა და ახალი, მცირე და საშუალო ბიზნესების აქტიურობა დასაქმების ბაზარზე, როგორიც არის მაღაზიათა მცირე ქსელი, სწრაფი კვების ობიექტი, საოჯახო წარმოება, მცირე ზომის ფერმა და ა.შ.

 

HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები