რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?

ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, შერჩევის ინტერვიუს დასრულებისას, კანდიდატი და კომპანიის წარმომადგენელი ვაკანსიაზე ანაზღაურების საკითხს განიხილავენ - კომპანიის წარმომადგენელი აუცილებლად დააზუსტებს ჩვენს მოლოდინს, რა ანაზღაურება გვინდა გვქონდეს ახალ ორგანიზაციაში, ახალ პოზიციაზე. ამ კითხვაზე პასუხი ბევრ კანდიდატს აფიქრებს - ვაი თუ ისეთი თანხა დავასახელოთ, დავკარგოთ შემოთავაზება და კარგი სამსახური.

ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკის გარდა, არსებობს ხელფასზე მოლაპარაკების სხვა მეთოდიც, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი კანდიდატს “გაუმხელს” ვაკანსიაზე დაგეგმილ ანაზღაურებას და მიმართავს კითხვით, მისაღებია თუ არა მისთვის განსაზღვურლი ანაზღაურება. ამ მოცემულობაში ძალიან კარგი ქცევა იქნება, თუკი ჩვენს თანხმობას ან უარს მაშინვე არ მოვახსენებთ კომპანიის წარმომადგენელს, ვთხოვთ რომ მოგვცენ მოსაფიქრებლად 1 ან 2 დღე და დავპირედთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას შევატყობინებთ ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. რატომ არის კარგი მოსაფიქრებელი დროის მოთხოვა? პირველი, გვაქვს საკმარისი დრო იმის გასააზრებლად, თუ რა სამუშაოების შესრულება მოგვიწევს ახალ ორგანიზაციაში და არის თუ არა ჩვენი მოლოდინების შესაბამისი; მეორე - გვაქვს დრო გავაანალიზოთ შეთავაზებული ანაზღაურება რამდენად შეესაბამება სამუშაოების შინაარსს, ჩვენს მოლოდინსა და ბაზარზე არსებულ ანაზღაურებას. 

კვლავ ჩვენს პრაქტიკას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც გვეკითხებიან რა ანაზღაურება იქნება მისაღები თუ ჩვენ დაგვიქირავებენ, კითხვის შინაარსი ცალსახად კომერციულია - ორგანიზაციის მოლოდინი შემდეგია: რას გვეტყვით, “რა ღირს” თქვენი ცოდნა - გამოცდილება და შემდეგ ჩვენ მივხედავთ ფასწარმოქმნას”. ცხადია ამ კითხვაზე წინდახედული პასუხის გაცემა გვმართებს, რადგან ჩვენი სასურველი ანაზღაურება არ უნდა ცდებოდეს ბაზრის რეალობას. წინააღმდგე შემთხვევაში, ახალ შემოთავაზებას ნამდვილად დავკარგავთ.

კითხვაზე “რა არის სასურველი ანაზღაურება” კარგი პასუხია ბაზარზე არესებული განაკვეთებისა და ჩვენი გამოცდილების კიდევ ერთხელ გააზრებით, რეალური და კომპანიის გადახდისუნარიანობისთვის შესაბამისი ციფრის დასახელება. მაგალითად, თუ მოლაპარაკება გვაქვს ლიდერ კომპანიასთან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ბაზრის  საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია და ჩვენი გამოცდილება მოიცავს 3  წელს, კომპანიის წარმომადენელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი გამოცდილების მიხედვით, ბაზარზე არსებულ საშუალო ანზღაურებაზე მეტია, პირობითად, 1500 ლარია.

სასურველი ანაზღაურება პირდაპირი მნიშვნელობით რომ სასურველად არ დაგვრჩეს, კარგი იქნება ვიცოდეთ რა არის ჩვენი პროფესიისა და გამოცდილების ანაზღაურება სხვა კომპანიებში. თუ მსგავს ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, უფრო მარტივადაც შეგვიძლია მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემა. დავუშვათ, რომ იგივე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე გვაქვს მოლაპარაკება კომპანიასთან, რომელიც კვლავ ლიდერია. თუ ჩვენი მიმდინარე ანაზღაურება 1000 ლარია და ჩვენი გამოცდილება 2 წელს არ აღემატება, სასურველი ანაზღაურება 2 ჯერ კიარ უნდა გავზარდოთ, არამედ მიმდინარე ანაზღაურებას უნდა დავამატოთ ბაზარზე არსბეული ანაზღაურება გაყოფილი ჩვენს ნამუშევარ წლებზე (1000+1000/2).  რადგან ჩვენი სამუშაო გამოცდილება უკვე 2 წლისაა და ჩვენი მიმდინარე ანაზღაურება 1000 ლარია (გამოდის, 1 წელი=500 ლარს), ორჯერ 1000 ლარის გადახდის ალბათობა მცირეა, რადგან ჩვენი გამოცდილებისა და სურვილის გარდა, არსებობს ბაზრის რეალობა, რომელზეც აქცენტს გააკეთებს მომავალი დამქირავებელი. ამას გარდა, არსებობს კონკურენციაც და სავსებით შესაძლებელია, სხვა კანდიდატმა (შესაძლოა ნაკლები გამოცდილებითაც კი) სწორედ კომპანიისთვის მისაღები ანაზღაურება შესთავაზოს დაკმვეთს და და დავკარგოთ „ოფერი”. თუ ბაზარზე არსებული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ და პირადად ჩვენთვის სასურველი ანაზღაურებაც ავიღოთ მნიშვნელად და მრიცხველად კი კომპანიის მიერ მოთხოვნილი სამუშაო სტაჟი. მაგალითი: თუ ჩვენთვის სასურველი ანაზღაურება 2000 ლარია, ჩვენი მიმდინარე ხელფასია 1000 ლარი და მოთხოვნილი სტაჟია 3 წელი, მაშინ 1000+2000/3. ამ შემთხვევაში სასურველ ანაზღაურებას დავაკლებთ ჩვენი სტაჟის მიხედვით. 

არის თუ არა სწორი, მიმდინარე ხელფასის დასახელება სასურველ ხელფასად? ეს დიდწილად დამოკიდებულია სამუშაოს შინაარსზე, კომპანიასა და ჩვენს მოტივაციაზე, რატომ ვეძებთ სამსახურს. როგორც წესი, არსებული ხელფასით გადასვლა ხშირად ანაზრაურების სხვა, ფულად და არაფულად კომპონენტებზეა დამოკიდებული (მაგ: არის თუ არა კომპანია პოზიტიური იმიჯის, როგორია მართვის კულტურა, სამუშაოს შინაარსი და სხვ).

პარადოქსია, მაგრამ ანაზღაურების შეთავაზების ინიციატორი კანდიდატია, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად სამუშაო წლების სიმრავლე კი არა, დასახელებული ციფრი მოქმედებს კომპანიის გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, მარტივი არითმეტიკა შესაძლებელია დაგვეხმროს.

გისურვებთ წარმატებებს!

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015