საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”

რამოდენიმე თვის წინ, ჟურნალ “ბიზნეს ინსაიდერში”(Business Insider) საინტერესო სტატია გამოქვენდა, თუ როგორ მიიქცია კომპანია ეარბიენბის (Airbnb) უმაღლესი მენეჯმენტის ყურადღება მეილით კანდიდატმა ნინამ (Nina Mufleh, ესეც სტატიაზე გადასასვლელი ბმული და შემდეგ ისეთი კომპანიების ყურადღება როგორიცაა უბერი, ლინქდინი და დროპბოქსი. ნინამ ყურაღება მის მიერ არიბიენბისთვის შექმნილი კრეატიული CV ით მიიპყრო, როდესაც მან კომპანიას მომავალი გაფართოების საკუთარი გეგმა შესთავაზა.

ადგილობრივი მაგალითიც გვაქვს - კომპანია TV11 ის გენერალურმა მენეჯრემა დათო გოგიჩაიშვილმა, “ბიზნეს კაფეში” გაგვიზიარა მსგავსი მაგალითიც, როდესაც სამუშაოს მაძიებელმა მიწერა ისეთი მესიჯი, რომლის გამოც შეხვედრაც შედგა და როგორც დათომ გვიამბო, დღეს ეს ადამიანი ტვ11 ის თანამშრომელია.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ძალიან მცირეა დასაქმების საშუალება თუ შანსები, უამრავ კომპანიაში ვაგზავნით ჩვენს CV-ს და “არ დაგვიბარეს” აქ მხოლოდ მეორე მხარის (კომპანიის), პრობლემა არ არის. ძალიან ცოტაა დასახელებული მაგალითების მსგავსი ქცევა სამუშაოს მაძიებლებისაგან. მხოლოდ CV-ის გაგზავნა (თანაც, სახელის დარქმევაც ხომ გვავიწყდება ხოლმე ჩვენი CV-სთვის, ცარიელ მეილსაც ვაგზავნით, გვავიწყდება მივუთითოთ რისთვის ან ვისთვის ვაგზავნით) მოტივაციაზე ნაკლებად მიუთითებს - უამრავი ჩვენნაირი ადამიანი უგზავნის CV-ს კომპანიის რეკრუტერს და “მოტივირებულების მასაში” რითი გამოვირჩევით, ამაზე ხანდახან არ ვფიქრობთ.

ჩემი დაკვირვებით, CV ის გაგზავნისას უფრო საკუთარ “მონაცემებზე ” (გავრცელებული ჟარგონია, როდესაც საკუთარ მიღწევებზე ვსაუბრობთ) ვფიქრობთ, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც უნდა შეგვარჩიოს და დაგვიქირავოს. ანუ, უფრო მეტს ვცდილობთ Word ის ფაილში კვალიფიცურები გამოვჩნდეთ და ამ დროს “სცენის მიღმა” სხვა “თამაშია” - თითქმის ერთნაირი და უამრავი CV-ების გადაფურცვლა-კითხივთ გაოგნებული რეკრუტერი მყისიერად გამოფხიზლდება, თუ “საინტერესო” CV-ს წააწყდება (“საინტერესო” ძირითადად, როდესაც კანდიდატს აქვს ვაკანსიისთვის შესაფერისი სამუშაო გამოცდილება). ხანდახან, ვაკანსიისთვის შესაბამისი “საინტერესო” CV-ც შეიძლება უინტერესო აღმოჩნდეს - უფრო მეტად საინტერესო CV-მ დაიმსახურა ყურადღება. ყველაზე მეტად სამუშაო გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს უჭირთ კომპანიის რეკრუტერთან შეხვედრის მიღწევა და ვამბობთ, რომ “არ მაქვს გამოცდილება და არ დამიბარეს”. ამ მესიჯით ამოიწურა და ვაგრძელებთ სხვა ვაკანსიებზე ჩვენი CV-ის გაგზავნას ცხადია, იმ იმედით, რომ ერთხელ ხომ მაინც სადმე დაგივბარებენ.

არებობს კი რაიმე გზა ან გამოსავალი რეკრუტერი დაინტერესდეს ჩვენი CV-ით? რა თქმა უნდა, არსებობს და ამ გამოსავალს პირობითად დავარქმევ “საუბარი რეკრუტერთან”, რომელიც რეკრუტერთან ვირტუალური გაცნობაა, საინტერესო იქნება და ალბათ, ჰგავს დათოსა და უკვე ცნობილი ნინას (ეს კვლავ ეარბიენბის “სახელოვანი” კანდიდატი) გამოცდილებას.

“საუბარი რეკრუტერთან” აუცილებელია, რადგან სტანდარტულად გაგზავნილი CV “უმისამართო წერილს” ჰგავს, რომელსაც ხან ჰყავს ადრესატი დ ხან არა.

“საუბარი რეკრუტერთან” გულისხმობს “დაველაპარაკოთ’” და დავუსაბუთოთ რეკრუტერს, რომ მის ვაკანსიაზე ნამდვილად ვართ მათთვის საინტერესო კანდიდატი.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? არაფერი რთული, შემდეგი მარტივი ქმედებები:

უპირველეს ყოვლისა, გადავხედოთ ჩვენს CV-ს, დავარქვათ სახელი (ჩვენი სახელი და გვარი) და მეილის დანიშნულებაში (mail subject) აუცილებლად მივუთითოთ, რომ ჩვენი CV მათი ვაკანსიისთვისაა, მათ კომპანიაში. მაგალითად: “დიმიტრი გელოვანის CV გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე, კომპანია XXX ში”.

მეორე, კარგად წავიკითხოთ ვაკანსიის მოთხოვნები და სამუშაოები და ნაცვლად იმისა რომ მივწეროთ (ან როგორც გავრცელებულია, დავწეორთ CV-ში - ”ვარ მოტივირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე”, რომელსაც ყველა წერს, ესეც უკვე გავრცელებულ შაბლონად იქცა), უმჯობესია მეილით მივწეროთ კომპანიას - რა გაგვიკეთებია, რას შევძლებთ გავაკეთოთ და როგორ შევძლებთ გავაკეთოთ მათ ვაკანსიაზე, მათივე მოთხოვნების მიხედვით. ანუ, ჩვენით უნდა დავაინტერესოთ რეკრუტერი, ვუთხრათ და დავარწმუნოთ, რომ მარტო ორგანიზებულები კი არა, სხვა საინტერესო უნარებიც გაგვაჩნია და ცოდნაც. ადამიანის გაცნობა მარტო სახელისა და გვარის თქმით ხომ არ სრულდება.

მაგალითად, თუ ვაკანსია ითხოვს საოფისე პროგრამების ცოდნას, მიუთითეთ რა პროგრამებში მუშაობდით და რას აკეთებდით; თუ ვაკანსია ითხოვს “გუნდურად მუშაობის უნარს” (რეალური ვაკანსიის მოთხოვნა) - გაიაზრეთ, სად და როგორ გიმუშავიათ გუნდთან და მოკლედ აღწერეთ თქვენი გუნდური მუშაობის გამოცდილება; თუ ვაკანსია ითხოვს “პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს”(კვლავ რეალური ვაკანსიის მოთხოვნა, jobs.ge დან) - კვლავ მიუთითეთ, რა პრობლემა მოგიგვარებიათ და როგორ შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილება. მთავარია, რომ კარგად წავიკითხოთ ვაკანიის შინაარსი და მოთხოვნები, გავიაზროთ შეგვიძლია თუ არა მათი მოთხოვნების მიხედვით მუშაობა, რა შედეგების მიცემა შეგვიძლია და შემდეგ დავასაბუთოთ.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მეილი არ უნდა იყოს ვრცელი და ჩვენი სურვილებით სავსე. ამიტომ, უნდა ამოვარჩიოთ ვაკანსიის ისეთი მოთხოვნები, რაც ნამდივლად ვიცით რომ გამოგვივა და შეგვიძლია. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი უნარების შეფასების შემდეგი მეთოდიც - რა ვიცით შევაფასოთ 5 ან 10 მაქსიმალური ქულით, რაც ნაკლებად ვიცით - შევაფასოთ ნაკლები ქულით. მაქსიმალური ქულიანი უნარები თუ ცოდნა კარგად გავიაზროთ და რეკრუტერთან მეილით “საუბრის” თემად ვაქციოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს - მთავარია საუბრის წამოწყება, რომლის მიზანია შეხვედრის მიღწევა, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დავასაბუთო თ, რატომ უნდა დაგვიქირავონ ჩვენ.

“საუბარი რეკრუტერთან” შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ჩვენი, სამუშაოს მაძიებლის პროექტი, რომელსაც დავყოფთ “CV-ს გაგზავნამდე”, ანუ როდესაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ რა მივწეროთ, და “CV-ს გაგზავნის” ეტაპებად - CV, ჩვენი მეილი და ადრესატი ერთმანეთთან შესაბამისობაშია.

აქვე შემოგთავაზებთ “საუბარი რეკრუტერთან”-ს ნიმუშს:

მოგესალმებით,

მე გახლავართ (სახელი, გვარი), XXX უნივერსიტეტის ბაკალავრი. Xxx საიტზე ვნახე თქვენი კომპანიის ვაკანსია ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ, რომ კომპანია XXX შემიძლია წარმატებით მუშაობა (ან შემიძლია საქმეს გავართვა თავი), რადგან:

·         ვმუშაობ და კარგად ვფლობ MS Exel -ს - ვსწავლობდით უნივერსიტეტში როგორც საგანი და ფინანსური მართვის დავალებებს ძირითადად ამ პროგრამაში ვასრულებდი. ვიცი მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების გამოყენება

·         შემიძლია ანალიტიკური აზროვნება, რადგან უნივერსიტეტში დავალებები მოითხოვდა სხვადასხვა ინფორმაციის თუ პრობლემის გაანალიზებასა და დასკვნის გამოტანას

·         შემიძლია გუნდთან ერთად მუშაობა, რადგან უნივერსიტეტში ხშირად გვქონდა ჯგუფური პროექტები და ვმუშაობდი ჩემს კურსელებთან ერთად

·         შემიძლია კლიენტების მოზიდვა, რადგან თქვენი კომპანიის კლიენტები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონდე ფიზიკური პირებია და ვფიქრობ, ასეთი კლიენტების მოძიება სხვადასხვა კომპანიებშია შესაძლებელი

გარდა ამ ცოდნისა, ვფლობ სხვა საოფისე პროგრამებსაც (მივუთითებთ), შემიძლია მარტივი ბუღალტრული ინფორმაციის მოწესრიგება, შემიძლია მონაცემთან ბაზებთან მუშაობაც.

მადლობას მოგახსენებთ დროისთვის და იმედი მაქვს მივიღებ ინტერვიუზე მოწვევას.

საუკეთესო სურვილებით,

სახელი და გვარი”

ვფიქრობ, ასეთი “საუბარი” საერთოდ არ არის რთული და ასევე ვფიქრობ, ჩვენი წარმატების შანსები აუცილებლად გაიზრდება (დარწმუნებული ვარ, რეკრუტერის სახეზეც კეთილი ღიმილიც გადაირბენს),რადგან ვადასტურებთ- ვიცით რა ვაკანსიაზე ვაგზავნით ჩვენს CV-ს და ისიც ვიცით რატომ. რეკრუტერებისა და კომპანიის HR მენეჯერებისთვის საინტერესოა ის კანდიდატი, რომელმაც იცის რა სამუშაო უნდა და რატომ. სამუშაო რომ ყველას უნდა ეს აღარ არის არც კანდიდატის მოტივაცია, არც უპირატესობა და არც დაქირავების მიზეზი.

დროა დავიწყოთ კომუნიკაცია რეკრუტერთან და აღარ ვაგზავნოთ ცარიელი მეილი მიბმული CV-თ. არასოდეს გვეყოლება მსმენელი,თუ საუბარს არ დავიწყებთ, თუ საინტერესო ამბავს არ ვუამბობთ. ამიტომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ რეკრუტერს რას გავაკეთებთ მათი კომპანიისთვის და არა ის რომ გვჭირდება სამსახური.

დროა ჩვენი ქცევაც შევცვალოთ, უფრო მეტად ვეცადოთ და ცოტა მეტი დრო დავხარჯოთCV-ის გაგზავნაზე, ვიდრე კომპანიაზე გადავიტანოთ პრობლემა და ბრაზნარევი ტონით ვთქვათ, რომ “აი, არ დაგვიბარეს”..

დარწმუნებული ვარ საუბარი საინტერესო იქნება თქვენთვისაც და რეკრუტერისთვისაც.

გისურვებთ წარმატებებს სასურველი სამსახურის მოძიებაში

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015