კომპანიებს სულ უფრო და უფრო უჭირთ მოიზიდონ საუკეთესო ტალანტები სტრატეგიული პოზციების შესავსებად, რეკრუტერების გუნდს კი უწევთ კრეატიულად მოაგვარონ პრობლემა კანდიდატების ინტერესის შესაქმნელად. კრეატიული და ბრენდირებული რეკრუტინგის ბოლო პერიოდის ერთერთ ყველაზე პოპულარული მეთოდი ვიდეო რგოლებია. ეს არის ინფორმაციის მიწოდების მარტივი და საინტერესო გზა თანამშრომლების, საოფისე გარემოს, წესებისა და ზოგადად, ორგანიზაციული კულტურის შესახებ.
წარმოგიდგენთ 14 ვიდეოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპანიებისგან, რომლებიც ბრენდირებული რეკრუტინგის საუკეთესო ნიმუშებია:
1. British Airways
ზოგიერთი კომპანია ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარი კომპანიისა და კულტურის ექსკლუზიურობას. ბრიტანეთის ავიახაზებმა კი აქცენტი პილოტების ტრენინგებზე გააკეთა. ტრენინგები იმ კანდიდატებისთვის, ვისაც ფრენა ძალიან უყვარს
2. Barklays
ბევრი ძლიერი მოთამაშეა საინვესტიციო საბანკო სექტორში, შესაძლებელია “ბერკლი “ ხშირად პირველივე ჯერზე არ გაახსენდეს ტოპ უნივერსიტეტების სტუდენტებს, თუმცა ბერკლის ვიდეოში სწორედ ესაა მთავარი მესიჯი “რატომ არ მახსოვდა ბერკლი”.
3. Shopify
არაფორმალური გარემო, მოქნილი სამუშაო და მცირე ზომის გუნდები- შოპიფაის ვიდეო ძირითადად ამ მესიჯებსა და გუნდის წევრების, ერთიანობაზეა მიმართული
4. SnazzyRoom.com
სავარაუდოდ არასოდეს გსმენიათ ამ კომპანიის შესახებ - კომპანიაში მხოლოდ 3 წევრია და ეს ვიდეო ნამდვილად არ იქნება მათი პფორსიონალიზმის დამადასტურებელი. ვიდეო იკითხება როგორ სამუშაოს აღწერილობა, მაგრამ იდეალურ კანდიდატს აძლევს ინფორმაციას, თუ რა დახვდება კომპანიაში მის პირველ სამუშაო დღეს. ეს ვიდეო ეფექტურია სამუშაოს შესასრულებალდ შესაფერისი კანდიდატის მოსაძიებლად
5. HubSpot
HubSpot-ის ვიდეო საუკეთესოდ წარმოაჩენს ყველაფერს, რაც პოტენციურ კანდიდატს შეიძლება აინტერესებდეს სამუშაოს მოძიებისას. ვიდეო ასახავს რეალურ სამუშაო პროცესს, პოტენციურ კანდიდატებს აძლევს განცდას, რომ ამ კომპანიაში მუშაობა იქნება სასიამოვნო და მნიშვნელოვანი.
6. Zendesk
ეს ვიდეო მნახველს დაუტოვებს განცდას, რომ შეუძლია შევიდეს ოფისში და მომენტალურად დაიწყოს მუშაობა არსებულ თანამშრომლებთან ერთად. ვიდეო საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ოფისი, გუნდის წევრები და თანაც ძალიან მარტივად დდა სადად გადმოცემული ინფორმაციის ფონზე.
7. Rackspace
ეს ვიდეო ხანგრძლივია, მაგრამ კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კანდიდატების მოზიდვა დაბალი ბიუჯეტის პირობებში. აქ არ არის თვალისმომჭრელი კადრები, ესაა მხოლოდ ოფისის და თანამშრომლების რეალური კადრები, სადაც აღბეჭდილია მათი ენთუზიაზმი.
8. Twitter
ეს ვიდეო კომპანიის, როორც დამსაქმებლის ბრენდიგნის საუკეთესო ნიმუშია. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია იმუშაოს ტვიტერში. ეს ვიდეო საუკეთესოდ ასახავს კომპანიის კულტურას, სადაც ტოპ მენეჯერების კი ამბობენ - “ნუ მივიღებთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად”.
9. Yahoo!
ეს ვიდეო Yahoo!-ს გუნდის წევრობის უპირატესობაზე აკეთებს აქცენტს და არა კომპანიაში არსებულ წესებსა თუ საინტერესო სამუშაო გარემოზე. ვიდეოს ძირითადი მესიჯი კომპანიის უპირატესობის ხაზგასმაა, უპირატესობა რომელსაც ხედავს და გრძნობს კომპანიის გუნდის წევრი
10. Enterprise
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო კომპანიის ინგლისის ოფისშია შექმნილია, ის ამერიკის ოფისის ღირებულებებსაც ასახვას. ვიდეოში თქვენ გაიცნობთ კომპანიის მხიარულ, ენერგიულ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარ მომავალზე და აქვს პროფესიული ზრდის საშუალება
11. Sephora
სეფორამ ვიდეო გამოიყენა კომპანიის ისტორიისა და პროგრესის შთამბეჭდავად გადმოსაცემად. ვიდეოში ასახულია კომპანიის თანამედროვე დიზაინის ოფისი. ვიდეო ქმნის ექსკლუზიურობის შეგრძებას და ძირითადი მესიჯია კრეატიულობისკენ სწრაფვა, რაც მათი კონკურენტული უპირატესობაა.
12. Starbucks
ვიდეო თანამშრომლების მიერ ნაამბობი რეალური ისტორიების ერთობლიობაა, თუ როგორ დაეხმარა კომპანია განვითარებაში, რატომ არის მათთვის კომპანიაში მუშაობა მნიშვნელოვანი და როგორია კომპანიის წევრობის ემოცია
13. KPMG
KPMG, ერთერთი უმსხივლესი აუდიტორული კომპანია საკუთარ რეკრუტინგულ ვეგბვერდსაც კი მართავს youtube-ზე. კომპანიისთვის აუცილებელია საუკეთესო ტალატნების მოზიდვა, ამიტომ ეს სტრატეგია სავსებით გამართლებულია. KPMGის ვიდეობი ძირითადად წარმატებული თანამშრომლების ისტორიაა. ამას გარდა, რეკრუტინგული ვიდეოებით პოტენციურ კანდიდატებს ინფორმაციას აწვდის კომპანიის უნიკალურ სოციალურ პროგრამებზე, რომელიც კორპორატიულ სოციალურ პასუხისგმებლობების საუკეთესო ნიმუშებია
14. Mary Kay
სიძლიერე, მოქნილობა და სანაცნობო ქსელი მსოფლიო მასშტაბით - Mary Kay-ს კონსულტანტების ძირითადი უპირატესობებია. კომპანიის ვიდეო ასახავს ამ კომპანიაში მუშაობის ძირითად ღირებუელბასა თ უპირატესობას- იყო წარმატებული ნებისმიერი სტატუსით, ნებისმიერ ქვეყანაში.