ამაზონში უამრავი ადამიანი ოცნებობს მუშაობის დაწყებას. საინტერესოა, რა შეკითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა კანდიდატებს?
წარმოგიდგენთ ამაზონის ინტერვიუს შეკითხვებს, რომელზე გაცემული პასუხებიც წყვეტს, დასაქმდება თუ არა კანდიდატი მსოფლიოს უდიდეს ონლაინ მარკეტში.
- ვინ იყო თქვენი ყველაზე რთული მომხმარებელი?

- როგორ შეძლებთ წარმოადგინოთ ამაზონის ვებსერვისები ლიფტში ყოფნისას?

- ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ჩაგიდენია?

- თუ მენეჯერი გაძლევს დავალებას, რომელსაც არ ეთანხმები, როგორ გადაწყვეტ პრობლემას?

- რას ნიშნავს შენთვის ადამიანური რესურსი?

- რით განსხვავდება საათებისა და წუთების ისრები საათში?

- როგორ ხვდები, არის თუ არა სიტყვა პალინდრომული?

- იცი ვინაა კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი? შეგიძლია დაასახელო მისი ვინაობა?

- თუ არათანმიმდევრულად დალაგებული, 1-250მდე რიცხვებიდან ერთ-ერთი გამორჩენილია, როგორ აღმოაჩენ გამორჩენილ ნომერს?

- ისურვებდი კვირაში 4 დღე, 10 საათით მუშაობას?

- როგორ ფიქრობ, შეგიძლია მისვლა წერტილამდე, როდესაც წახვალ და აღარასდროს დაბრუნდები?

- შეატყობინებთ დამსაქმებელს ქურდობის შესახებ?

- როგორ გადაწყვეტდი პრობლემებს, მარსელი რომ იყო?

- როგორ შეგიძლია ადამიანების დარწმუნება?

- აღწერე, რა ხდება შენს ბრაუზერში, როდესაც გადადიხარ ბმულზე?

- მოგვიყევი შემთხვევის შესახებ, როდესაც ბოდიში მოიხადე

- როგორ ხდება წიგნების შეფასება ამაზონზე?

- რას გააკეთებ, თუ ვინმე სამუშაო პროცესის დროს საფრთხეში იმყოფება?

- როგორ გამოასწორებდი არასწორად შესრულებულ საქმეს?

- როგორ გააუმჯობესებდი ამაზონის ვებსაიტს?

- 30 ადამიანი მუშაობს შენს დაქვემდებარებაში და თითოეულს შეუძლია შეასრულოს სამუშაოს 150 ერთეული საათში. ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში არის 2 15 წუთიანი შესვენება და ერთი 30 წუთიანი ლანჩი. კვირის განმავლობაში, 5 დღეში, სამუშაოს რა ნაწილს შეასრლებთ?

- რომელი იყო ყველაზე რთული სიტუაცია შენს ცხოვრებაში და როგორ გაუმკლავდი მას?

- როგორ აუხსნი მომხმარებელს, რა არის wi-fi?

- შენ წარმოადგენ ამაზონს, სამსუნგი კი გთავაზობს 10 000 ცალ სამსუნგ გალაქსი ს3-ს 34%იანი ფასდაკლებით. როგორ ფიქრობ, კარგი შემოთავაზებაა?

- წარმოადგინე ონლაინ გადახდის სისტემის დიზაინი

- მოიყვანე მაგალითი, როცა პროექტის 75% გქონდათ უკვე დამთავრებული და მოგიწიათ სტრატეგიის ცვლილება. როგორ შეძელი პროექტის წარმატებით განხორციელება?

- უნდა გავყიდოთ თუ არა საწმენდი საშუალებები ჩვენი სავაჭრო დასახელებით?

- როგორ მოიქცევი, თუ საუკეთესო მეგობარს მუშაობისას ქურდობაში შეამჩნევ ?

- ამაზონის რომელი პრინციპია შენთვის ყველაზე მეტად მისაღები?
