კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად

 

სამსახურის მაძიებლები საკუთარ გამოცდილებას კომპანიების მიერ წარმართულ  შერჩევის პროცესზე, უმეტესწილად  უარყოფითად ახასიათებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს შერჩევის უნაკლო პროცესების მოლოდინი არ აქვთ, რაც დრო გადის ისინი უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმ უარყოფით ემოციებზე, რომელიც აპლიკაციის შევსებიდან გასაუბრების პასუხის მიღებამდე ეუფლებათ.

კანდიდატები საუბრობენ გაურკვევლად რთულ აპლიკაციის შევსების პროცესებზე, ავტომოპასუხის გაუმართავ მეილებზე, რეკრუტერის მიერ ხშირად შეცვლილ გასაუბრებების გრაფიკზე, გამოუცდელი რეკრუტერის მიერ კომპეტენციების შეფასებაზე. როგორც ირკვევა, შერჩევის პროცესიდან მიღებული შთაბეჭდილების გავლენით, კანდიდატებს უარყოფითი განწყობა კომპანიის პროდუქტის მიმართაც  ეუფლებათ.

დიდი დეპრესიის დროს, ამერიკაში დაახლოებით 8.1 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა, უმუშევრობამ კი 10%-იან მაჩვენებელს მიაღწია. კომპანიები თვითგადარჩენის რეჟიმზე მუშაობდნენ, რაც მომხმარებლის შენარჩუნებასა და მოზიდვას გულისხმობდა. ამასთან, კომპანიები  საგრძნობლად ამცირებდნენ საოპერაციო ხარჯებს.  სწორედ ამ პერიოდში, სამსახურის მაძიებლების სიმრავლის გამო, კომპანიები შერჩევის გამართულ პროცესზე  ყურადღებას არ ამახვილებდნენ.

კანდიდატის ნეგატიური გამოცდილება დამსაქმებელზეც აისახება

ბოლო  4 წლის განმავლობაში, ამერიკაში  უმუშევრობის დონემ  4.3%-მდე დაიწია. შედეგად, კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ტალანტების მოძიება  რთული  გახდა. შესაბამისად, კომპანიები დღეს მეტ ყურადღებას ამახვილებენ იმ პროცესებზე რომელსაც კანდიდატი შერჩევისას გადის, რადგან ხვდებიან, რომ ამ პროცესში კანდიდატის ცუდმა გამოცდილებამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს ტალანტის აღმოჩენას და დააზიანოს დამსაქმებლის ბრენდი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული ქცევის ლექტორი ლინ შაო ამბობს, რომ კომპანიები კიდევ უფრო ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეკიდონ კანდიდატის შერჩევის პროცესს. დღეს უამრავი გლობალური ფორუმი არსებობს, სადაც კანდიდატებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრება თუ გამოცდილება გააზიარონ ამა თუ იმ კომპანიის შერჩევის პროცესზე. მათ მიერ ცუდი გამოცდილების გაზიარება კი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ბრენდს, ძალიან აზიანებს.

სოცილაურმა ქსელმა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ კანდიდატებს სხვადასხვა კომპანიებში შერჩევის პროცესზე საკუთარი გამოცდილების გაზიარების  საშუალება მისცა. CareerArc-ის კვლევის მიხედვით კანდიდატთა დაახლოებით 60% კომპანიასთან ცუდი გამოცდილება აკავშირებს, ხოლო მათგან 72% ამის შესახებ ან სოციალურ ქსელში წერს, ან პირად საუბრებში ყვება.

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი HR სერვისების მქონე კომპანიის Randstand North America-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ კანდიდატების აზრი, რომლებიც სოციალურ ქსელში თავისი ცუდი გამოცდილების შესახებ ყვებიან, მკითხველის ან სხვა კანდიდატების განწყობაზე ნეგატიურად აისახება და მაღალია ალბათობა,   კომპანიის ვაკანსიაზე აპლიკაციის შევსების სურვილი სხვა კანდიდატებს გაუქრეს, რაც უარყოფითდ მოქმედებს კომპანიის ფუნქციონირებაზეც.

კომპანია Philips -ის  დამსაქმებლის  ბრენდინგისა და რეკრუტინგის მენეჯერი ლიზა ჩარტერი ამბობს, რომ კანდიდატებიც კომპანიის „ბრენდის მომხმარებლები“ არიან.  შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე სურვილის გამოთქმა კანდიდატის მხრიდან არ ნიშნავს მხოლოდ ამ კომპანიაში დასაქმების სურვილს. ამ პროცესში კანდიდატი კომპანიის ბრენდთან და პროდუქტთან ურთიერთობებსაც აყალიბებს. კარგი გამოცდილების შემთხვევაში კი  დიდი ალბათობა, ის კომპანიის ბრენდის მომხმარებელი გახდეს.

რატომ არის კანდიდატის პოზოტიური გამოცდილება მნიშვნელოვანი?

 რეცესიის პერიოდში, კომპანიებმა გადარჩენის მიზნით მომხმარებლის მთავარი საჭიროებების დადგენა და მათი გაუმჯობესება დაიწყეს. ლინ შაოს აზრით, კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესება კომპანიებისგან სწორედ მსგავს მიდგომას მოითხოვს- დამსაქმებელმა კანდიდატი „ დაინტერესებულ მხარედ“ უნდა აღიქვას, ბრენდის გათვალისწინებით შეადგინოს გეგმა, რომელიც გააუმჯობესებს, როგორც შერჩევის, ასევე „ონბორდინგის“ პროცესსაც.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და მუშახელის დაბერებამ დასაქმების ბაზარზე უპრეცენდენტო კონკურენცია შექმნა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი კანდიდატი რამდენიმე კომპანიისთვის სასურველი კანდიდატი ხდება. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად, კომპანიებმა კანდიდატს შერჩევის პროცესში დადებითი ემოციები უნდა შეუქმნან, რადგან შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობოს  კანდიდატის არჩევანი- სად გადაწყვეტს დასაქმებას!

როგორ გავაუმჯობესოთ კანდიდატის გამოცდილება

გთავაზობთ 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესებაში:

1.      ყველა კანდიდატთან ემოციური კავშირის შექმნა :ამისათვის საჭიროა, გაანალიზოთ მთელი შერჩევის პროცესი: ბრენდის წარდგენა, ვაკანსიის სამუშაო აღწერა, ონლაინ აპლიკაციების მოხერხებულობა, ინტერვიუების ხასრისხი, სამუშაო შეთავაზება და „ონბორდინგ“ აქტივობების შინაარსი.

პროცესის განმავლობაში კანდიდატი უნდა გრძნობდეს, რომ ურთიერთობა აქვს პროფესიონალებთან და შესაბამისად,  წარმატებულ კომპანიასთან! ორგანიზაციაში დასაქმებული თითოეული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მათი ქცევა კომპანიის ბრენდზე აისახება.

2.    არსებული პროცესების გაანალიზება: განსაზღვრეთ რამდენად სწორად ან არასწორად მიმდინარეობს მოცემული მომენტისთვის კანდიდატის შერჩევის პროცესი. ჩაატარეთ კვლევები, ფოკუს ჯგუფები, მოიპოვეთ ყველა საჭირო მონაცემი და შეისწავლეთ თითოეული დეტალი.

აუცილებელია, იცოდეთ, რას წერენ სოციალურ ქსელში თქვენს კომპანიაზე!  ეს დაგეხმარებათ კანდიდატის მოლოდინების დადგენაში. დააყენეთ თქვენი თავი კანდიდატის ადგილას და ჩართეთ ყველა პროცესში აქტიურად, რათა დაინახოთ სრული და ნათელი სურათი.

3.      გამოსასწორებელი მიმართულებების იდენტიფიცირება:  გამოავლინეთ კანდიდატის შერჩევის პროცესის გამოცდილების ის მიმართულებები, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება და დაიწყეთ იმის გამოსწორებით, რომელსაც მეტი შედეგი ექნება და ნაკლები რესურსით მიიღწევა

ჩარტერი და მისი გუნდი  Philips-ში შერჩევის პროცესს სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ: ტექნოლოგიებით  ხელმისაწვდომობა, გასაუბრების პროცესის გაუბჯობესება, რეკრუტერების ქცევა და ბრენდის კომუნიკაცია. მათ რეკრუტერების ქცევისა და ბრენდის კომუნიკაციის გამოსწორება პრიორიტეტად მიიჩნიეს. მათ შექმნეს ახალი სატრენინგო პროგრამები და გაატარეს ზომები, რომელმაც რეკრუტერებს კანდიდატზე ორიენტირებული ხედვები ჩამოუყალიბა.

ამასთან, Philips დამსაქმებლის ბრენდის კრეატიულ პლატფორმას ქმნის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს. ეს კი  გულისხმობს, მომხმარებელზე, ანუ პოტენციურ კანდიდატებზე ორიენტირებული ვებსაიტის შექმნას, რომელიც გაითვალისწინებს კანდიდატების გამოცდილების წინამორბედი კვლევების შედეგებს.

4.      საჭირო რესურსის გამოყოფა: კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესების პროცესში, აუცილებელია ჩართოთ პროფესიონალები და გამოყოთ საკმარისი ბიუჯეტი. ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროს პროფესიონალების ჩართულობა. ამასთანავე, აუცილებელია HR Generalist ან რეკრუტერის მონაწილეობაც, რაც მათ დაეხმარებათ საჭირო უნარების განვითარებაში, მეტი გამოცდილების დაგროვებასა და მომავალი ინიციატივების გამოვლენაში.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  მხოლოდ HR გუნდის  მონაწილეობით პროექტის წარმატება შეუძლებელია.

5.      დაგეგმვა და პროექტის დიზაინი: კანდიდატების გამოცდილების გაუმჯობესების შემთხვევაში კომპანიაში საქმის მოცულობა გაიზრდება. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი მოცემულ ვადებსა და ბიუჯეტში.

მიხუედავად იმისა, რომ Philips კანდიდატების გამოცდილების გაუმჯობესებას  მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს, კომპანიამ დაგეგმა  პრიორიტეტული რეგიონები, სადაც პროექტი უპირობოდ და წარმტებულად უნდა განხორციელდეს. Philips  -ის გეგმის მიხედვით, პროექტს რამდენიმე ფაზა აქვს და  შესრულებაც ერთ კალენდარულ წელს მოითხოვს. თუმცა, გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორიც, რაც გულისხმობს, რადიკალურ ცვლილებებს ორგანიზაციაში ან მენეჯმენტის ხედვებში, რაც განვრცობადი და ხანგრძლივი პროცესია.

6.    სხვა სფეროს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება:- უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ სხვა სფეროდან ან კომპანიების გამოცდილებიდან. მაგალითად, ციფრული მარკეტინგისა და სხვა, B2C (ბიზნესი კლიენტისთვის) ინდუსტრიები სწავლობენ  კლიენტის ქცევისა თუ მოლოდინებს  დღევანდელ, ფაქტიურად ციფრულ გარემოში. შესაბამისად, ციფრული მარკეტინგის გამოცდილების გაზიარება მნიშვნევლოვანია კანდიდატების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

 

 

ადამიანებთან ურთიერთობის საჭიროება

შერჩევის პროცესზე კანდიდატის პოზიტიური გამოცდილების შექმნა გააუმჯობესებს თქვენი კომპანიის დამსაქმებლის ბრენდს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ „გამოცდილების“ თითოეული ეტაპი კომპანიის მისიას, ხედვებსა და მიზნებს შეესაბამება.

მნიშნველოვანია, პროცესის თითოეულ ეტაპზე შევქმნათ პოზიტიური ემოცია! ციფრულ სამყაროში კანდიდატის გამოცდილებაც ციფრულია,  მაგრამ მეგობრული  და ინდივიდუალური მიდგომა  ყველა ეტაპზე აუცილებელია.  ეს კი კომპანიის სასარგებლოდ მუშაობს და მას   ნამდვილად გამორჩეულს გახდის კანდიდატების აღქმაში.

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
13 ნიშანი, რომლითაც თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის სურვილის ამოცნობაა შესაძლებელი
21.09.2020
HBR: შექმენი შენი 'მომავალი მე'
18.09.2020
სამუშაო აღწერაში 'დაფარული' მოთხოვნები
16.09.2020
შვებულება პანდემიის პირობებში
14.09.2020
6 კითხვა სტრატეგიულად ფიქრის უნარის გამომუშავებისათვის
12.08.2020
HBR: მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების ტრანსფორმაციები
10.08.2020
ცივი შხაპი ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის
07.08.2020
ეგო ეფექტური მართვის მტერია
05.08.2020
მომავალზე ორიენტირებული უკუკავშირი
03.08.2020
ბილ გეითსის 5 რჩევა საქმის წარმატებული დელეგირებისათვის
31.07.2020
რა განაპირობებს მენეჯერის კარიერულ განვითარებას?
29.07.2020
თუ გინდა იყო უფრო პროდუქტიული, აკეთე ნაკლები
27.07.2020
MOOC-ის შექმნის ისტორია
24.07.2020
HBR: სამხედრო გამოცდილება კრიზისის მენეჯმენტისთვის
22.07.2020
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
20.07.2020
როგორ ვიპოვოთ საოცნებო სამსახური კრიზისის დროს?
17.07.2020
2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
10.07.2020
შეხვედრების დროის ეფექტურად მართვის მეთოდები
08.07.2020
'ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი'
06.07.2020
როგორ განვუვითაროთ ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარი?
03.07.2020
Covid-19-ის შესაძლო გავლენა ადამიანური რესურსების მართვაზე
01.07.2020
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
30.06.2020
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს დაწინაურების ნაკლები შანსი აქვთ
24.06.2020
მილენიალი თანამშრომლების კომუნიკაციის 3 თავისებურება
22.06.2020
HBR: სიცილის მნიშვნელობა დისტანციურად მუშაობის დროს
19.06.2020
ტრადიციული მენეჯერული მიდგომა VS თანამედროვე მენეჯერული მიდგომა
17.06.2020
'მოგვიყევით თქვენს შესახებ'
15.06.2020
ადამიანები უკეთესად სწავლობენ მაშინ, როდესაც ნაკლებს სწავლობენ
08.06.2020
Linkedin: პოზიციის ხშირი ცვლა თანამშრომლის შენარჩუნებას უწყობს ხელს
05.06.2020
ჯეფ ბეზოსის 10 რჩევა სინანულის გარეშე ცხოვრებისათვის
03.06.2020
HBR: პოზიტიური სამუშაო კულტურის დადებითი მხარეები
01.06.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა - კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ კომპანიის 10 წლიანი მიზნების დასახვამდე
29.05.2020
HBR: როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია
27.05.2020
როცა სხვები გიყურებენ
25.05.2020
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
22.05.2020
HBR: როგორ გავხადოთ დისტანციური კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი?
20.05.2020
Google-ს და Apple-ს სამუშაო კულტურა
18.05.2020
მენეჯერის 4 კომპეტენცია, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება
14.05.2020
გაკვეთილი ბიზნესს მსოფლიო ლიდერებისგან
13.05.2020
HBR: როგორ შევამციროთ კომპანიის თანამშრომლების სტრესი?
11.05.2020
Stay Interview
08.05.2020
რჩევა მილენიალებს: როგორ უნდა მართოთ მენეჯერი?
06.05.2020
რატომ არის დამღლელი „ზუმშეხვედრები“?
04.05.2020
რა დროს უთმობენ კომპანიის CEO-ები სამუშაოს?
01.05.2020
დროის მართვის მეთოდები ჯეფ ბეზოსისგან
29.04.2020
ბილ გეითსი: რჩევა სტუდენტებს
27.04.2020
მოსმენის უნარი
24.04.2020
თვისებები, რომლებიც კარგ მენეჯერს ახასიათებს
21.04.2020
რატომ ხდებიან 'B სტუდენტები' კარგი მენეჯერები
17.04.2020
HBR: განვითარება დღევანდელ პერიოდში
15.04.2020
როგორ გავხადოთ სახლში მუშაობა უფრო პროდუქტიული?
10.04.2020
დენ ფრაისი - კრიზისის მართვის განსხვავებული მიდგომა
06.04.2020
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში
30.03.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015