თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში

2008 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს,  ონლაინ რითეილერმა Zappos, თანამშრომლების 8 % შეამცირა. კომპანია  პოპულარულია კლინენტების განსაკუთრებული მომსახურებითა და ხალხის მართვისასევე  განსაკუთრებული კულტურით. Zappos ის მოტო,  Powered by service, თანამშრომლებისა და  კლიენტებისთვის ბედნიერების განცდის შექმნას გულისხმობს.

 Zappos -ის ხალხის მართვის კულუტრაზე ხშირად იწერება. ვიცით, რომ კომპანიაში არ არსებობენ მენეჯერები, გუნდის წევრები თვითონ ქმნიან საკუთარ მიზნებსაც და საქმესაც, თვითონ ქმნიან კლიენტებთან ურთიერთობის წესებს, თვითონ ქმნიან საკუთარ სამუშაო ადგილს, სამუშაო განრიგს და სხვ. ისიც ცნობილია, რომ  კომპანიას აქვს Zappos Culture Cump,  სადაც მსურველებს უზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შექმნეს გამორჩეული კულტურა ორი მნიშვნელოვანი კლიენტისთვის - თანამშრომლები და კლიენტები.

 ალბათ, ცოტამ თუ ვიცით, Zappos ის და მისი ლიდერის, ტონი შეის ერთი ძალიან საინტერესო „წესის“ შესახებ, ესაა საჯარო წერილის მიწერა თანამშორმლებისთვის.

2008 წლიდან, ტონი შეი ყოველ წელს წერს თანამშრომლებს  წერილს, სადაც გულახდილად უზიარებს კოლეგებს სირთულეებს, გამოწვევებს, ხედვებს, გადაწყვეტილებებსა და  საკუთარ ემოციებს, როგორც თვითონ შეი ამბობს-I m broadcasting my life”.

2008 წლის მსოფლიო კრიზისი თითქმის ყველა კომპანიას შეეხო და თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა თანამშრომელი. ტონი შეიმ კი ეს განსხავებულად გააკეთა: პირველი: საკუთარი ტვიტერით კლიენტებს გაუზიარა მისი ყველაზე რთული გადაწყვეტილების შესახებ და მეორე,  ‘ზაპოსელებს’ გაუგზავნა წერილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც ლიდერობისა და მენეჯმენტის ექსპერტები ამბობენ, ტონი შეის წერილი მაღალ EQ -სა  და გამორჩეულ ლიდერულ უნარებზე მიუთითებდა.

 გთავაზობთ ტონი შეის წერილს, რომელიც 2008 წელს,  მან გუნდის წევრებს გაუგზავნა და შეატყობინა თანამშრომლების 8%-ით შემცირების მიზეზების შესახებ:

 „ დღევანდელი დღე ყველაზე  რთული, ემოციური და სასტიკი დღე იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც  Zappos ში მუშაობს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ ჩვენი თანმაშრომლების 8%. ეს შემცირება Zappos ის ყველა მიმართულებასა და დეპარტამენტს შეეხება. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ დავხუროთ ჩვენი მაღაზიები ნევადასა და კენტუკიში.

 9.5 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება კომპანიის მომავლის შესანარჩუნებლად  და აი, რატომ:

 ჩვენ გაგვიმართლა, რომ   Sequoia Capital არის ჩვენი ინვესტორი, რომელიც დაგვეთანხმა და გაგვაფრთხილა კიდეც,  რომ ჩვენს საქმიანობას სირთულეები ელოდება. 7 ოქტომბერს, Sequoia Capital შეხვდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც მის საინვესტიციო პორთფელს მიეკუთვნება და ასეთი მესიჯი გადმოგვცა: რაც შეიძლება შეამცირეთ ხარჯი, შეეცადეთ შეინარჩუნოთ მოგება და გქონდეთ ძლიერი და პოზიტიური ფულადი ნაკადი (cash flow).

 საბედნიეროდ, Zappos ყველაზე კარგ მდგომარეობაშია სხვა კომპანიებთან შედარებით, ჩვენ ვიზრდებით, გვაქვს მზარდი მოგება და ჩვენი ფულადი ნაკადიც პოზიტიურია.

 ჩვენ  გაგვიმართლა,რომ ვსარგებლობთ სესხით  ბანკებიდან Wells Fargo, US Bank და KeyBank. ამ სესხებმა ჩვენ მოგვცა ძალიან დიდი ფინანსური მოქნილობა, მაგრამ გაურკვეველი ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენგან სიფრთხილეს მოითხოვს და ვფიქრობთ, რომ სესხებზე ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული.

 ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს  არის ვიყოთ პროაქტიულებიდა არა რეაქტიულები. იმისათვის რომ გვეზრუნა კოლეგებზე, ჩვენ პროაქტიულად შევამცირეთ რამდენიმე მიმართულებით საოპერაციო ხარჯი, ნაცვლად რეაქტიული და იძულებითი შემცირებისა.

 ვინადიან ჩვენ ვართ მზარდი და მომგებიანი   ბიზნესი, ჩვენ არ მოგვიწია დრამატული გადწყვეტილებების მიღება, რისი საჭიროებაც დადგა სხვა კომპანიებში.

გასულ წელს, ჩვენ მივიღეთ 840 მლნ დოლარი დაუბეგრავი შემოსავალი  გაყიდვებიდანდა მიმდინარე წელს,  ჩვენ ველოდებით 1 მლრდ დოლარ დაუბეგრავ შემოსავალს. თუმცა, როდესაც ჩვენ დავგეგმეთ 2008 წლის შემოსავალი, ჩვენი მოლოდინი უფრო მეტი იყო ვიდრე 1 მლრდ დოლარი.

 ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლების 8%, იმის გამო, რომ ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები და  ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე, ავუნაზღაუროთ მათ კომპანიიდან გათავისუფლების არა კანონით  დადგენილი, არამედ გაცილებით მეტი კომპენსაცია. ეს კი სხვა კომპანიებს არ შეუძლიათ.

 ჩვენ ვთავაზობთ ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 2 თვის ანაზღაურებას და  დამატებით კომპენსაციას ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც 3 წელზე მეტია ჩვენი გუნდის წევრია.

 ვინაიდან ჩვენი შეღავათები ითვალისწინებს სამედიცნო,  სტომატოლოგიური და მხედველობის პრობლემასთან დაკავშირებულ  ხარჯების 100% -ით დაფარვას  და ასევე , ოჯახის წევრების სამედიცინო ხარჯების 50%-ით ანაზღაურებას,  ჩვენ გადავვყიტეთ ეს შეღავათი შეუნარჩუნდეს ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 6 თვის განმავლობაში.

ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გვინდა დავადასტუროთ, რომ ვზრუნავთ ჩვენს ყოფილ კოლეგებზე. ჩვენ ვიცით, ამ გადაწყვეტილებით, ფაქტიურად, ვზრდით და არ ვამცირებთ ჩვენს ხარჯებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა,  რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ეს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შეგვძენს გაურკვეველი მომავლისთვის მზადებაში.

 ონლაინ კომერციის  ზრდა შენელდა, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი, ჩვენი ბიზნესი კვლავ მზარდია. ფეხსაცმელების რეალიზაციაში ჩვენ ვართ ონლაინ გაყიდვების ბაზრის ლიდერი. როდესაც რთული პერიოდი დგება, ნებისიერი ბაზრის ლიდერს აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს სწორად და კიდევ უფრო გაზარდოს მისი ბაზრის წილი, მიუხედავად რთული გარემოებებისა.

 ისტორიულად, ჩვენი ზრდის ტემპი სწრაფია.  მიუხედავად სირთულეებისა, 2009 წლის მიზნად  კვლავ ზრდა რჩება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2009 წლის ფულადი ნაკადი პოზიტიური იქნება, კომპანია კვლავ შექმნის მოგებას, რადგან ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები ჩვენი ბიზნესისა და ფინანსების მართვაში.

 ვიცი, რომ დღეს ბევრი ვიტირებთ, შემცირებულიც და დარჩენილი თანამშრომლებიც. ეს ჩვენი კომპანიის კულტურაა, რომელმაც ასეთი მაღალი თანაგრძნობა და ემოციური ფონი გამოიწვია, განსხვავებით სხვა კომპანიებისგან.  ვინაიდან ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა, რომ ვიზრუნოთ ყველა იმ თანამშრომელზე, რომელსაც დავემშვიდობეთ რთული გარემო ფაქტორების გამო.

 მე მკითხეს, შეიძლებოდა თუ არა Zappos- შიმიმდინარე პროცესების Twitter ზე გაზიარება. ჩვენი Twitter Communication პრაქტიკა იგივეა, რაც ყოველთვის იყო: ვიყოთ გულწრფელები, რეალურები და სწორად განვსაჯოთ

 დღეს ყველასთვის რთული პერიოდია, ვფიქრობ  იქნება ბევრი კითხვა და საპასუხო მეილიც. თუ თქვენ გექნებათ კითხვები თქვენი სამუშაოს ან დეპარტამენტთან დაკავშირებით, გთხოთ ესაუბრეთ თქვენი დეპარტამენტის მენეჯერს. დანარჩენი, სხვა და ნებისმიერი კითხვებისთვის, მომწერეთ ნებისმიერ დროს.

 ტონი შაი

CEO

 

 ცნობისათვის, 2008 წლიდან დღემდე, ტონი შეი ყოველ წელს წერს წერილს კოლეგებს, მაგრამ მისი ბოლო პერიოდის წერილებში ტონი შეი  თანამშრომლებს უხსნის, თუ რატომ შემოიღო კომპანიაში ჰოლოკრატია, რას ნიშნავს უმენეჯერო კომპანია და კოლგებს სთავაზობს წასვლის ბონუსს, რომ შეაფასონ საკუთარი ემოცია, ღირებულებები და მოტივაცია, კვლავ იმუშავონ Zappos ში სადაც მენეჯერი ყველა თანამშრომელია.

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
ჯეფ ბეზოსის რჩევა - კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ კომპანიის 10 წლიანი მიზნების დასახვამდე
29.05.2020
HBR: როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია
27.05.2020
როცა სხვები გიყურებენ
25.05.2020
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
22.05.2020
HBR: როგორ გავხადოთ დისტანციური კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი?
20.05.2020
Google-ს და Apple-ს სამუშაო კულტურა
18.05.2020
მენეჯერის 4 კომპეტენცია, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება
14.05.2020
გაკვეთილი ბიზნესს მსოფლიო ლიდერებისგან
13.05.2020
HBR: როგორ შევამციროთ კომპანიის თანამშრომლების სტრესი?
11.05.2020
Stay Interview
08.05.2020
რჩევა მილენიალებს: როგორ უნდა მართოთ მენეჯერი?
06.05.2020
რატომ არის დამღლელი „ზუმშეხვედრები“?
04.05.2020
რა დროს უთმობენ კომპანიის CEO-ები სამუშაოს?
01.05.2020
დროის მართვის მეთოდები ჯეფ ბეზოსისგან
29.04.2020
ბილ გეითსი: რჩევა სტუდენტებს
27.04.2020
მოსმენის უნარი
24.04.2020
თვისებები, რომლებიც კარგ მენეჯერს ახასიათებს
21.04.2020
რატომ ხდებიან 'B სტუდენტები' კარგი მენეჯერები
17.04.2020
HBR: განვითარება დღევანდელ პერიოდში
15.04.2020
როგორ გავხადოთ სახლში მუშაობა უფრო პროდუქტიული?
10.04.2020
დენ ფრაისი - კრიზისის მართვის განსხვავებული მიდგომა
06.04.2020
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015