არსებობს დაუწერელი წესი, რომ სამსახურის კარს მიღმა უნდა დავტოვოთ ჩვენი ემოციები. ეს მარტივისულად არ არის. კვლევებით დასტურდება, რომ ნეგატიური ემოციები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენსურთიერთობებზე, არამედ მუშაობის უნარზეც - ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, ფიზიკურ და მენტალურჯანმრთელობაზე. გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულდება, როდესაც პარალელურად ვგრძნობთ სტრესს, იმედგაცრუებას, შიშს ან ბრაზს. ამ ემოციების სამართავად გვჭირდება ემოციური ინტელექტი.
Harvard Business Review გვიზიარებს ემოციური ინტელექტის სამ კომპონენტს - საკუთარი თავის შეცნობა, თვითრეგულირება და პოზიტიური კავშირები.
- საკუთარი თავის შეცნობა;
საკუთარი თავის შეცნობაში იგულისხმება იმის გააზრება, თუ რა ხდება თქვენს გონებაში, რას გრძნობთკონკრეტულ მომენტში. ამის შედეგად კი რეაქციის გამოხატვის ნაცვლად, აკონტროლებთ საპასუხოქმედებებს.
საკუთარი ემოციების გამოსაცნობად დაგეხმარებათ შემდეგი პატარა სავარჯიშო. დახუჭეთ თვალები დამიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1. განსაზღვრეთ თქვენი სხეულის მდგომარეობა - როგორია თქვენი ენერგიულობის დონე, დაასკანირეთსხეული - დაღლილი ხართ? თავს ენერგიულად გრძნობთ? გშიათ? მოშვებული და დასვენებული ხართ?
2. მოინიშნეთ თქვენი ფიქრები და მათი მიმდევრობა - დღის განმავლობაში უამრავი ფიქრი გვიჩნდებადა ქრება. თითოეული ფიქრი რომ მანქანა იყოს, როგორი იქნებოდა გადაადგილების სიხშირე - გადატვირთული ავტობანი, სოფლის მშვიდი გზა თუ რაღაც ამ ორის შუაში?
3. აღმოაჩინეთ ემოციები - მიუხედავად იმისა, თავი მიგაჩნიათ თუ არა ემოციურ ადამიანად, ყველანიყოველ წამს ვგრძნობთ სხვადასხვა ემოციას. ემოციები შეგიძლიათ ორი მახასიათებლით გაზომოთ - პირველ რიგში, რამდენად სასიამოვნო ან უსიამოვნოა ისინი და მეორე - როგორია მათიინტენსიურობა.
ამ მარტივი სავარჯიშოთი დაადგენთ თქვენი სტრესის დონეს და შესაბამისად დაგეგმავთ შემდგომქმედებებს.
- თვითრეგულირება სუნთქვის დახმარებით;
იელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ სუნთქვის ვარჯიშები, ერთ-ერთი ყველაზეეფექტური და სწრაფი გზაა ემოციების სამართავად. სუნთქვისას სცადეთ ამოსუნთქვის დროისგახანგრძლივება. დახუჭეთ თვალები, დაითვალეთ ოთხამდე და ჩაისუნთქეთ, დაითვალეთ რვამდე დაშემდეგ ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ ორი წუთის განმავლობაში. სუნთქვის ვარჯიშები დაგეხმარებათშეანელოთ ტემპი და დაისვენოთ.
- პოზიტიური კავშირები;
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანთან კომუნიკაციის შემდეგ გადაღლილი და გამოფიტული ხართ, ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ კი თავს ენერგიულად და იმედიანად გრძნობთ?
რა განასხვავებს ამ ორი ტიპის ადამიანებს ერთმანეთისგან?! მეორე კატეგორიის ადამიანები ე.წ. „პოზიტიურიენერგიის“ მატარებლები არიან, მათ მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ და გააზრებული აქვთ სხვისიემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობა. კვლევებით დადასტურებულია, რომ ასეთ ადამიანებთანურთიერთობას დადებითი შედეგები მოაქვს ზოგად კეთილდღეობაზე. ამგვარ ადამიანებს შეუძლიათკომპანიაში შექმნან უსაფრთხო და მშვიდი გარემო.
იპოვეთ თქვენში პოზიტიური ენერგია. ემოციური ინტელექტის მთავარი მიზანია სხვა ადამიანებსდაუკავშირდეთ პოზიტიური გზებით. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანმა იცის როგორ შექმნასსაერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სასიამოვნო გარემო და ისინი ამას თავმდაბლობით, ემპათიურობით, თანაგრძნობით, გულწრფელობით ახერხებენ. ამგვარ გარემოში ყველა ადამიანი იგრძნობს თავსუსაფრთხოდ, დაფასებულად და გაგებულად.
წყარო - https://hbr.org/2024/06/3-exercises-to-boost-your-emotional-intelligence-according-to-research