“ახალ გამოწვევებს ვეძებ”

ამ მცირე სტატიით გადმოცემული მოსაზრება არც სწორია და ალბათ არც მცდარი (ამიტომაცაა, რომ “მოსაზრებაა” და არა წესი)  თუმცა, საინტერესოა და  ვფიქრობთ - ბევრ კითხვას გააჩენს და კრიტიკასაც დაიმსახურებს.

არავინ იცის, როდის არის სამსახურის შეცვლის გონივრული თუ სწორი ვადა. დასავლური გამოცემები და კარიერის განვითარების კონსულტანტები ამბობენ, 3 ან 4 წელი ყველაზე ოპტიმალურია ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; ადამიანური რესურსის ბაზრის კვლევის მონაცემები ამბობენ, ადამიანების “მოძრაობა” კიდევ უფრო მცირე ვადაში ხდება და თანაც, გააჩნია რა პროფესიისაა და რა ასაკობრვი ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები;  მენეჯერები ამბობენ,  ადამიანები რომლებიც სამსახურს ხშირად იცვლიან არასტაბილური (უფრო არასანდო) ხალხია და ძალიან ცუდია, თუკი ცვლილებები 2 წელიწადში ერთხელ ხდება. მოკლედ, ყველას თავის მოსაზრება აქვს, არგუმენტირებული მოსაზრება და კითხვაზე  “როდის უნდა შეიცვალოს ადამიანმა სამსახური?” ინტუიტიურ პასუხს უფრო მივიღებთ ვიდრე გააზრებულს და ფაქტებით გამყარებულს.

არ გაგიკვირდეთ და ინტუიტიური პასუხი სწორია. მიუხედავად იმისა, რომ  ადამიანებს “ინტუიცია არ ღალატობთ” (აქვე, ინტუიცია  გულწრფელია და  სანდო),  სად რამდენი წელი ვიმუშვებთ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, უდავოდ მნიშვნელოვანია შედემგი: 1. ვინ ვართ (ხასიათი და ღირებულებები), 2. რა პროფესიის ვართ, 3. რას ვგეგმავთ მომავალაში.

ბევრი რჩევაა, როდის უნდა შეიცვალოს ადამიანმა სამსახური და ვრცელი ჩამონათვალია, რომ თუ სამსახურში მისვლა გეზარება, თუ კოლეგების დანახვაც გეზარება, თუ მენეჯერი მოკლე პასუხებს იძლევა კითხვებზე და სხვ., დროა სამსახური შეიცვალო. არის მეორე ტიპის რჩევაც - თუ საქმეს “თვალდახუჭული” აკეთებ, თუ “კომფორტის ზონაში” ხარ (ჩვენი მოკრძალებული აზრით, კომფორტის ზონა უკვე უსაქმურობაა, ფაქტიურად აღარაფერს ქმნი ან აკეთებ), დროა სამსახური შეიცვალო.  

ფაქტია, სამსახურის ცვლილების ნეგატიური და პოზიტიური მიზეზები ვრცელია და რჩევები ასეთივე, ნაირგვარი. თუმცა სიმრავლემ ხელი არ შეგვიშალა და კიდევ ერთი რჩევა ჩვენც გამოვაცხევთ - თუ განვითარებაზე ზრუნავთ, სამსახური უნდა შეიცვალოთ მაშინ, როდესაც არც მენეჯერი გიშლით ნერვებს და კომფორტის ზონაშიც ჯერ არ ხართ. თუ განვითარებაზე ზრუნავთ, ძალიან გინდათ წარმატებული იყოთ თქვენს პროფესიაში და ამბიცია არ გასვენებთ, მაშინ სამსახური უნდა შეიცვალოთ აი იმ ორ უკიდურეს მოცემულებას შორის, ანუ როცა კარგად ხართ. რას ნიშნავს კარგად ყოფნა? კარგად ხართ როცა საქმეს კარგად აკეთებთ, მენეჯერი შეგაქებთ, იცით კოლეგები რას აკეთებენ, მინიმუმ ერთხელ მოგემატათ ხელფასი, ისწავლეთ თქვენი საქმე და არა როდესაც მენეჯერთან უკვე მეგობრობთ, რჩევებზე გაკითხავენ და “ძალიან კარგი ხელფასი” გაქვთ.

როდესაც სამსახურიდან წასვლის მიზეზი ნეგატიურია (მაგალითად: მენეჯერი არ გვაფასებს თუ “ვერ დააფასა ჩვენი შედეგი”, საქმე გაგვიუარესდა და სხვ.) არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია და შესაძლებელია, აღმოჩნდეთ კიდევ უფრო უინტერესო საქმეზე და უინტერესო გარემოში. ანუ, “გაქცევა” ჩვენთვის კარგი შედეგით შეიძლება ვერ დამთავრდეს და ძალიან მალე,  სამსახური კვლავ მოსაძბენი გაგვიხდეს.

როდესაც “კომფორტის ზონაში ლივლივია” კარიერული ცვლილებაზე ფიქრი, ახალი გამოწვევების ძებნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდება. ჩვენი დაკირვებით, კომფორტის ზონაში მყოფები აუცილებლად დავიწყებთ, შევაფასოთ რა თანამდებობას გვთავაზობენ, რა ხელფასად, ახლანდელი თქვენი პირობები თუ პოზიცია როგორ ჯობია შემოთავაზებულს და სხვ. მოკლედ, კომფორტმა მიჩვევა იცის და დათმობა რთულია -ცვლილებების თავიდან არიდების მიზეზებს კი უხვად მოვძებნით (შეიძლება სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ ყველაზე ხშირად, “კომფორტის ზონიდან გამოსვლას” გვირჩევს ბიზნეს ლიტერატურა და გამოცემები).

როდესაც “კარგად ვართ სამსახურში”, ახალი სამსახურის ძიების პროცესი უფრო რაციონალურია და მიზანმიმართული, რადგან ვიცით, კონკრეტულ მომენტში რას ნიშნავს “ახალი გამოწვევები”; უფრო დინჯად ვფიქრობთ - კიდევ რა უნდა ვისწავლოთ, ანუ როგორი იქნება ჩვენი განვითარება  და ახალ სამსახურსაც სწორედ ასე შევარჩევთ - სად ვისწავლით უფრო უკეთესად მაგალითად ექსელს ან ფინანსებს და არა სად იქნებიან კარგი მენეჯერები ან კარგი ხელფასი.

მოკლედ, როდის უნდა შეიცვალოთ სამსახური? მაშინ, როდესაც განვითარებას (სინონიმი - სწავლა) ნამდვილად გეგმავთ, არ გეშინიათ  ცვლილებებით გამოწვეული სტრესის, არ გასვენებთ ამბიცია, ინტუიცია გკარნახობთ, რომ “კარგად ხართ” და ვიდრე “კომფორტულ მორევში” გადაეშვებით - უნდა მოძებნოთ “restart!” თუ სტრესს მძიმედ ეგუებით, ხელს გიშლით და გაფორიაქებთ ცვლილებები, ფიქრობთ “მშვიდ ცხოვრებასა “ და დაბალანსებულ დროზე სამუშაოზე, მაშინ ნუ აყვებით ტრენდულ რჩევებს და ნუ გამოხვალთ კომფორტის ზონიდან! აუმჯობესია  დარჩეთ კომფორტულ მოცემულობაში, შეაფასეთ რა გიქმნით კომფორტს და კმაყოფილების განცდას და განავითარეთ სწორედ ის, რაც თქვენს კმაყოფილებას განაპირობებს.

კიდევ ერთი - ცვლილებები კარიერაში ყველს არ “უხდება”. ვისაც “უხდება”, მან კი საკუთარ გონებას უნდა მოუსმინოს.

ავტორი: მედეა ტაბატაძე

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015