დარწმუნებულები ვართ, ნეტფლიქსის შესახებ დღეს ბევრმა ადამიანმა იცის. თუმცა, საინტერესო ფაქტებს მაინც შეგახსენებთ: ნეტფლიქსი ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელია, რომელიც დაარსდა 1997 წელს მისი მიმდინარე CEO ს, რიდ ჰასტინგისა და პარტნიორის, მარკ რანდოლფის მიერ. თავდაპირველად, კომპანია DVD ზე ჩაწერილ ფილმებს აქირავებდა. ტექნოლოგიების განვითარებამ კი ნეტფლიქსის ბიზნესიც შეცვალა და 2002 წელს, ნეტფლიქსი ინტერნეტ ტელევიზიის და მედიაპროვაიდერად გადაიქცა. დღეს ნეტფლიქსის შოუებისა და სერიალებიხელმისაწვდომია 190 ქვეყანაში და მას 195 მლნ გამომწერი ჰყავს. ნეტფლიქსის ცნობილიფილმების ან სერიალების გარდა (The Queen’s Gambit, Stranger Thins, Black Mirror), კომპანია გამორჩეულია მისი ლიდერის მართვის ფილოსოფიით, რომელიც დღეს კომპანიაში 26 სლაიდზე გაწერილი წესებია, სახელად „No rules Rules”. ნეტფლიქსის კულტურის ძირითადი მახასიათებელი კი შემდეგია: მაღალი პასუხისგმებლობა, ნდობა, გამჭვირვალე ურთიერთობები და გამორჩეული შედეგებისკენ სწრაფვა.
2019 წელს, რიდ ჰასტინგის წიგნი ნეტფლიქსის ორგანიზაციულ კულტურაზე, No Rules Rules, ბესტსელერად იქცა- წიგნი საუკეთესო მაგალითია, თუ რას ნიშნავს ლიდერობა და ლიდერის ღირებულებებისა თუ ხედვით შექმნილი ორგანიზაცია, ურთიერთობები და შედეგები. 2014 წელს, ორგანიზაციამ მართვის ორწლიანი ტრანსფორმაცია დაასრულა და ზემოთ დასახელებული მანიფესტო, სწორედ ამ ტრანსფორმაციის შემდეგ შეიქმნა. თუმცა, ორგანიზაციაში ხშირია ცვლილებები მაღალ მენეჯმენტში, რაც გულშემატკივრების ან თუნდაც, დაინტერესებული ადამიანების ინტერესს იწვევს. სულ რამდენიმე თვის წინ, მორიგი ცვლილება განხორციელდა და კომპანია დატოვა ნეტფლიქსის რამდენიმე ვეტერანმა თანამშრომელმა, ოცწლიანი მუშაობის შემდეგ. ამის სანაცვლოდ კი, აღმასრულებელ როლებზე, ნეტფლიქსის მმართველობითმა საბჭომ დააწინაურა საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლები. რიდ ჰასტინგმა ეს ცვლილებები კვლავ ნეტფლიქსის დნმ -ით ახნსა: „სამუშაო ყოველ წელს უნდა მოიპოვო, ის ნაჩუქარი არ არის და მას არავის ვუნახავთ“
Netflix-ისლიდერი „სამსახურის მოპოვებას“ სასტუმროს 5 ვარსკვლავიანსისტემით შეფასებას ადარებს, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო ყოველ წელს შეფასდება და მისი ვარსკვლავები მის წარმატებას ასახავს. ჰასტინგი ფიქრობს, რომ სასტუმროს მსგავსად, ადამიანმა ყოველ წელს უნდა „მოიპოვოს ვარსკვლავი“ და დაიმსახუროს სამსახური.
ამერიკაში სასტუმროების მხოლოდ 1% აქვს ხუთი ვარსკვლავი. მიზეზი, რის გამოც საუკეთესოების სიის სათავეში ბევრი ვერ ხვდება ლიდერების დამოკიდებულებაა. გამორჩეული ლიდერები თავს მუდმივად ახსენებენ, რომ „ვარსკვლავები ყოველდღე, ყოველ წელს უნდა მოიპოვონ“, ანუ წარმატება ყოველდღე უნდა შექმნან. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს მენეჯერს ასეთი სტრატეგია აქვს: ის თანამშრომლებს ახსენებს, რომ გუშინ 5 ვარსკვლავი ჰქონდათ, დღეს კი- 0 და ეკითხება, რას გააკეთებენ ისინი, რომ ისევ დაიმსახურონ საუკეთესო შეფასება.
Keeper Tests საუკეთესო გუნდის შესქმნელად.
New York Times-ის ავტორი და გლობალიზაციის ექსპერტი თომას ფრიდმანი, თანამედროვეობას „აჩქარების ეპოქას“ უწოდებს. კაცობრიობის ისტორიაში ტექნოლოგია ასეთი სისწრაფით ჯერ არ განვითარებულა და ცხადია, ცვლის ცხოვრებისა და მუშაობის სტილს. სწრაფი ცვლილებები გამოწვევაა- შესაძლოა, მუდმივად მიმდინარე „ახალ რეალობასთან“ ადამიანის უნარებმა და ცოდნამ რელევანტურობა დაკარგოს.
Netflix-ის ფილოსოფია „იყავი მზად სწავლისთვის და განვითარებისთვის“ თანამედროვეობას აბსოლუტურად მიესადაგება და ნეტფლიქსის ამ „ხასიათზე“ ჰასტინგი თავის ბესტსელერში საინტერესოდ ხსნის: „ სამსახური ისაა, რასაც გარკეული დროის მანძილზე ასრულებ და ამ დროს, შენ ამ როლისთვის საუკეთესო ხარ. როგორც კი შეწყვეტ სწავლას, ანუ საუკეთესოდ მუშაობას, უმჯობესია, შენი ადგილი შენზე უკეთესს დაუთმო. შენ კი ახალი როლი შეითავსო“
ნეტფლიქსში ეს მოსაზრება უკვე წესადაც იქცა და მას Keepers Test ეწოდება. ეს წესი, თვით CEO ზეც ვრცელდება. როგორც ჰასტინგი ამბობს- „მოტივაციას მაძლევს იმის გააზრება, რომ სამსახური ყოველ კვარტალში უნდა მოვიპოვო და შევინარჩუნო. ვცდილობ ვისწავლო, გავაუმჯობესო შედეგები და ვიყო ლიდერი. Keeper Test - ს კი ჩემი უნარებისთვის ასე ვიყენებ: 1) წლის განმავლობაში ვკითხულობ 50 წიგნს, ძირითადად სამეცნიერო ლიტერტურას და ბიზნეს წიგნებს ანტრეპრენერებისგან და ლიდერებისგან. მათი გამოცდილების გაზიარება მეხმარება მსოფლიოს სხვა თვალით შევხედო. 2) ვინაიდან მედია ბიზნესი სწრაფად ვითარდება, მუდმივად ვაკვირდები თანამშრომლებს, პარტნიორებს და ვაანალიზებ, შეუძლიათ თუ არა მათ ახალი და გამორჩეული იდეების შემოთავაზება. თუ მათ ეს უნარი არ გააჩნიათ, ვეძებ ისეთს, ვისაც ახლის შექმნა შეუძლია. 3) ყოველ კვარტალში, ჩემს თავს ვუქმნი გამოწვევას ვისწავლო ახალი, რაც დამეხმარება ჩემი საქმის შესრულებაში. მაგალითად, კოვიდ19 პირველი კარანტინის დროს, წერისა და ვიდეოპროდუქციის წარმოება ვისწავლე ონლაინ სწავლების პლატფორმაზე“
რიდ ჰასტინგი ნეტფლიქსის კულტურას პროფესიონალი სპორტსმენების გუნდს ადარებს, სადაც გუნდის წევრები მაღალ შედეგებს ელიან საკუთარ თავისა და კოლეგებისგან, ცდილობენ მაქსიმუმს რომ გუნდურ გამარჯვებას მიაღწიონ. მაგრამ პროფესიონალ სპორტსმენების გუნდშიც კი „გუნდის ვარსკვლავმა“ ყოველ ჯერზე უნდა დაამტკიცოს რომ საუკთესოა და შეინარჩუნოს „საუკეთესოს“ სტატუსი.
კორონა პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა განვითარების საჭიროება. დღეს საკუთარი თავით კმაყოფილება სარისკოა, ეს მხოლოდ იმის გარანტიას იძლევა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში ბრძოლასაც და ომსაც წააგებ. დღეს ბევრი ლიდერი ფიქრობს, ჰყავს თუ არა გუნდში „სწორი ადამიანები“, რომლებიც საკუთარ თავს გამოწვევას შეუქმნიან, არ შეწყვეტენ სწავლას და „საუკეთესოსკენ“ სწრაფვას. ეს უნარი ლიდერებსაც სჭირდებათ- „შექმენი წარმატება ყოველდღე“ ნეტფლიქსის გამოცდილებაა, რომელმაც შექმნა ლიდერი მედიაპროვაიდერი და გამორჩეული მედია პროდუქტები.
წყარო: inc.com