თუ გინდა, რომ განვითარდე

ამბობენ, რომ თუ მუდმივად სწავლობ და მუდმივად ვითარდები, ადამიანის არსებობას (და არამარტო კარიერას) საფრთხე არ ემუქრება. სწავლას ბავშვობიდან ვიწყებთ, მერე სკოლაა, მერე უნივერსიტეტი.  უნივერსიტეტის შემდეგ ისევ ვაგრძელებთ სწავლის პროცესს: ვიღებთ დიპლომებს, სერტიფიკატებს და სწავლის დამადასტურებელ სხვადასხვა დოკუმენტებს.

“სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო”- ქართული ხალხური ანდაზაა, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც “სწავლა სიბერემდე” ხშირად მოვიშველიებთ, როცა რაიმე საინტერესო ამბავს მოვისმენთ ან ისეთ გამოცდილებას შევიძენთ, რაც ადრე არ გვქონია.

ანდაზის შინაარსი ნამდვილად საინტერესოა და ადამიანებისთვის ობიექტურიც. გარდა ტრენინგ ცენტრში ან სასწავლებელში მიღებული ცოდნისა, ადამიანი მუდმივად იღებს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით, მუდმივად გვაქვს ე.წ ცხოვრებისეული გამოცდილებები, როდესაც “ჭკუას ვსწავლობთ”, მუდმივად გვაქვს ახალი საქმე, რომლითაც ასევე ვსწავლობთ, გვაქვს სირთულეები ხან მეგობრებთან, ხან ახლობლებთან, ხან საქმესთან, ბიზნესში და სხვ. მართლაც მუდმივად სწავლის პროცესში ვართ და საკუთარ თავთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ზოგადად, გარემოსთან ინტერაქციას ვსწავლობთ. 

დღეს ნებისმიერი სტატუსის მქონე ორგანიზაცია აქტიურად საუბრობს თანამშრომლების განვითარებაზე, აკეთებს მნიშვნელოვან ინვესტიციას გუნდის წევრებში, შეიძინონ უფრო მეტი ცოდნა ორგანიზაციაში და ორგანიზაციის გარეთ - ტრენინგ ორგანიზაციების დახმარებით.  დღეს ჩვენც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განვითარებაზე და ხშირად, განვითარების სურვილი სამსახურიდან წასვლის მიზეზიც გამხდარა, რადგან საქმე და გარემო ჩვენთვის საჭირო თუ საინტერესო ინფორმაციებს ვეღარ გვაწვდის, ინტერესს ვეღარ აკმაყოფილებს. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარება ადამიანის ინსტინქტია.

გარემო ფაქტორებისა თუ მენეჯერების დახმარების გარდა, არსებობს თვითგანვითარებაც. ესაა ადამიანის სურვილი და უნარი, ისწავლოს უფრო მეტი და მუდმივად  მიიღოს ახალი ცოდნა მისთვის სასურველ თემაზე. 

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისგან განვითარების საკმაოდ საინტერესო მეთოდის შესახებ მოვისმინე, რომელიც ძალიან მომეწონა და რომელსაც დღემდე აქტიურად მივმართავთ ჩემი გუნდის წევრები და მეც. კომპანიის დირექტორთან მისი თანამშრომლების განვითარებაზე საუბრისას, ჩვენმა მოსაუბრემ აღნიშნა, რომ  ყოველდღე სწავლობს და აი, როგორ - ყოველდღე, ვიკიპედიაში ან გუგლში ეძებს ინფორმაციას იმ საკითხზე, რომელიც მოისმინა საქმიან და არასაქმიან გარემოში საუბრისას. ამ აღმასრულებლის  განათლების დამადასტურებელი საბუთების ხარისხი შთამბეჭდავია (არაერთი დიპლომი და უნივერსიტეტი) მაგრამ მისმა ამ ქცევამ ძალიან მომხიბლა. ეს მეთოდი მაშინვე ვცადე და ძალიან საინტერესოა. ყოველდღე ვეძებ ინფორმაციას გუგლში ან ვიკიპედიაში. 

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი მუდმივად კითხულობს, საინტერესო “ლინკებს” ერთმანეთს ვუზიარებთ და სულ “რაღაცაზე” ვმსჯელობთ.  თუმცა, აღმოჩნდა, რომ  გვყავს თანამშრომელი, ჭკვიანი და “IT კატასტროფებისგან” ჩვენი მხსნელი ლიკა ზუროშვილი, რომელიც სწორედ იმავე მეთოდით ვითარდება, რაც მე სხვისგან ვისწავლე - ვიკიპედიიდან საინტერესო ინფორმაციის მოძებნა და მერე ჩვენთვის გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ ამაში დიპლომს ან სერტიფიკატს არავინ გვაძლევს, შედეგიც გვაქვს, კმაყოფილებაც და აღიარებაც - რადგან თუ ერთმა არ იცის, მეორეს  აუცილებლად ეცოდინება და გაგვიზიარებს ცოდნას.  მე მგონია, რომ განვითარების ეს მეთოდი ძალიან საინტერესოა, ხარისხიანიც და სასარგებლოც - რაც გვაინტერესებს, სწორედ იმაზე ვსწავლობთ.

კიდევ ერთხელ  დავადასტურებ, რომ არსებობს განვითარებისა და სწავლის უამრავი მეთოდი, მაგრამ ვიდრე სხვები დაგვიჭერენ მხარს სასურველი ცოდნის მიღებაზე, გირჩევთ სცადოთ ეს მეთოდი: ყოველდღე, ნებისმიერ ერთ საკითხზე გუგლში ან ვიკიპედიაში ინფორმაციის მოძებნა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ინფორმაციას მიიღებთ, შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოძებნით და შემდეგ ამომწურავი ცოდნის შესაძენად წიგნებსაც შეიძენთ.

გისურვებთ, რომ განვითარების სურვილი და უნარი მუდმივად გქონოდეთ თქვენც და ჩვენც! 

ავტორი: მედეა ტაბატაძე

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015