Linkedin ყოველწლიურად იმ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც კომპანიები ყველაზე მეტად ეძებენ პოტენციურ კანდიდატებში.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნა წლევანდელი სიის სათავეში ბლოქჩეინიმოექცა.
მონაცემების შენახვის ტექნოლოგია პირველად 2009 წელს კრიპტოვალუტის დაბადებასთან ერთად გამოჩნდა.
დღეს, ბლოქჩეინის გამოყენებით მონაცემების შენახვის, ვალიდაციის, ავტორიზაციისა და ინტერნეტის საშუალებით მისი გადაადგილების ცოდნა ნიშნავს ნებისმიერი ციფრული აქტივის უსაფრთხოდ შენახვასა და გაგზავნას. ტექნოლოგია ასევე იძლევა მონაცემების მუდმივად და უცვლელად შენახვის საშუალებასაც
Linkedin-ის მიხედვით, ბლოქჩეინი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის დამქირავებლებისათვის ტოპ პრიორიტეტი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბლოქჩეინმა ლინქდინის ყველაზე მოთხოვნად პროფესიული ცოდნა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
Linkedin-ის მარკეტინგის დირექტორი ნამრატა მულიდჰარი ამბობს, რომ კრიპტოვალუტის ჩრდილიდან გამოსული ბლოქჩეინი დღეს გარდამტეხ ბიზნეს გადაწყვეტად იქცა.
საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტრების, ჯანდაცვის, მეურნეობისა და გემბლინგის ინდუსტრიები, გარდა ფინანსური სექტორისა, ძალიან ხშრად ეძებენ ბლოქჩეინის გამოცდილების მქონე კადრებს.
Linkedin-მა ეს მაჩვენებელი თავისი მომხმარებლების პროფილების დათვალიერების სიხშირით დაითვალა.
Cloud Computering-მა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მონაცემების შენახვისა და მართვის საშუალებას იძლევა, სიაში მეორე ადგილას გადაინაცვლა. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ავითარებენ ქლაუდ სისტემის არქიტექტურას, დიზაინსა და სერვისების მიწოდებას.
სიაში მესამე ადგილს მონაცემთა ანალიზი იკავებს - სწორი მონაცემების სწორად დამუშვების და ცოდნა რომელიც ბიზნესს ეფექტურიგადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
მეოთხე ადგილს ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლების ტექნოლოგია იკავებს.
სიაში მეხუთე ადგილზეა UX დიზაინი, რომელიც განსაკუთრებით ტექნოლოგიებში გამოიყენება და მომხმარებლის გამოცდილებას ეყრდნობა.
გთავაზობთ ტოპ 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ უნარს:
1. ბლოქჩეინი
2. Cloud Computering
3. მონაცემთა ანალიზი
4. ხელოვნური ინტელექტი
5. UX
6. ბიზნეს ანალიტიკა
7. აფილირებული კომპანიების მარკეტინგი
8. გაყიდვები
9. კომპიუტერული მეცნიერება
10. ვიდეო წარმოება
პიროვნული უნარ-ჩვევები
Linkedin-მა დამსაქმებლებისათვის ყველაზე სასურველი პიროვნული უნარ-ჩვევების სიაც გამოავლინა. ეს ძალიან ჰგავს 2019 წლის რეიტინგს, სადაც პირველ ადგილს კრეატიულობა იკავებდა.
ამ წლის ხუთეულში მოხვდა ემოციური ინტელექტიც - უნარი აღიქვა, შეაფასო და უპასუხო როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ემოციებს.
Linkedin ხაზს უსვამს კოლეგიალურობას - თანამშრომლებთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც.
ტოპ 5 ყველაზე მოთხოვნადი პიროვნული უნარ-ჩვევა:
1. შემოქმედებითობა
2. დარწმუნების უნარი
3. გუნდური მუშაობის უნარი
4. ადაპტაციის უნარი
5. ემოციური ინტელექტი