Task Management Trends -ის ანგარიშის თანახმად, დასაქმებულები კვირის განმავლობაში დაგეგმილი დავალებების მხოლოდ 53.5%-ის შესრულებას ახერხებენ. კვლევაში მონაწილეები უთითებდნენ, რომ დღის განმავლობაში მუშაობისას საშუალოდ 32-ჯერ უწევთ მუშაობის შეწყვეტა სხვადასხვა შეფერხებების გამო.
Forbes გვიზიარებს 3 რჩევას, თუ როგორ უნდა ვმართოთ სამუშაო დრო უფრო პროდუქტიულად:
1. ჩამოწერეთ სია და განსაზღვრეთ პრიორიტეტები;
დავალების შესრულების ყველაზე რთული ნაწილი მისი დაწყებაა. სანამ დიდ დავალებაზე მუშაობას დაიწყებთ, გამოყავით დრო და 15-30 წუთი დაუთმეთ დღის გეგმის შედგენას. ჩამოწერეთ ყველაფერი რაც იმ დღეს გაქვთ გასაკეთებელი, იქნება ეს სამსახურის საქმე თუ პირადი. გადახედეთ ამ სიას და სტრატეგიულად შეადგინეთ მოქმედების გეგმა. გადახედვისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი საქმე საერთოდ არ არის სასწრაფო და შეიძლება სხვა დღეს გააკეთოთ.
დაალაგეთ დავალებები პრიორიტეტების მიხედვით, შემდეგ დავალებაზე გადასვლამდე დარწმუნდით, რომ წინა დავალება დაასრულეთ.
სამუშაო დრო დაყავით ბლოკებად და დღის კონკრეტული მონაკვეთები განსაზღვრეთ კონკრეტულ დავალებაზე სამუშაოდ.
2. გამოიყენეთ დილის საათები;
ყველას გვაქვს ცდუნება გაღვიძებისთანავე ტელეფონი ავიღოთ ხელში და სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმები შევამოწმოთ. ეს ჩვევა არ არის ჯანსაღი. ტელეფონთან დროის გატარების ნაცვლად, შეიმუშავეთ უფრო ჯანსაღი დილის რუტინა, მაგალითად, დილას სეირნობა, ჭიქა წყლის დალევა ან რამდენიმე წუთით კითხვა. გამოყავით დილას დრო საკუთარი თავისთვის, რომ უფრო პროდუქტიულად შეუდგეთ დღის გეგმების შესრულებას.
3. უპირატესობა მიანიჭეთ სისტემატიურობას და არა სისწრაფეს;
ალბათ გაგიგიათ ფრაზა, რომ ჩვევის ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება. ეს რიცხვი ინდივიდუალურია და განსხვავდება ყველა შემთხვევაში. თუმცა შეგიძლიათ იგივე მიდგომა გამოიყენოთ და დაიწყოთ თქვენზე მორგებული რუტინის შემუშავება. აკეთეთ ერთი და იგივე საქმე სანამ არ მიაღწევთ თქვენთვის სასურველ იდეალურ შედეგს. გამოსცადეთ სხვადასხვა მიდგომები და აირჩიეთ თქვენზე მორგებული ვერსია. საქმის სწრაფად გაკეთებით შეიძლება შედეგს უფრო მალე ხედავდეთ, თუმცა სისტემატიურობა მყარ საფუძველს ქმნის სამომავლო სტაბილურობისთვის, ზრდის თქვენი პროფესიული რეპუტაციის მიმართ არსებულ ნდობას.
წყარო - https://www.forbes.com/sites/shodewan/2024/02/23/3-productivity-hacks-to-make-the-most-out-of-2024/?sh=741639dcb5a4