რატომ გახდა HRM მარკეტინგული?

“კომპანიის ბრენდინგი” პოპულარული თემაა უახლესი პერიოდის   მენეჯმენტსა და HR მენეჯმენტში. დაახლოვებით 2012 წლიდან, კომპანიის ბრენდინგი ხალხის მართვის სტრატეგიაა ბევრ დასავლურ კორპორაციაში. დამქირავებლის ბრენდინგის აქტივობები განვითარდა და ჩვენც მომსწრეები ვართ, სოციალური ქსელით ვადევნოთ თვალყური თუ რა “საინტერესო რამეები” ხდება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიებში.

რამოდენიმე სიტყვით კომპანიის (იგივე დამქირავებლის) ბრენდინგზეც: ეს არის ორგანიზაციის, როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილის სარეკლამო კამპანია ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. დამსაქმებლის ბრენდინგის საჭიროება კი ტალანტების სიმწირემ შექმნა თითქმის ყველა სფეროში და ყველა ბაზარზე.

ამბობენ, რომ HR მენეჯერმა დღეს კარგად უნდა იცოდეს მარკეტინგი, რადგან ტალანტების მოზიდვა-შენარჩუნება ფაქტიურად კლიენტების მოზიდვა-შენარჩუნების მსგავსია. სხვათაშორის, კლიენტების მოზიდვას HRM-ში უკვე აქვს ანალოგი, სახელად  candidate journey როდესაც კომპანია  შეისწავლის,  რომელი სასწავლებლებიდან (ან კომპანიებიდან) იღებს უფრო მეტ CV-ს, რომელი სასწავლებლის (ან კომპანიის) კანდიდატები გამოირჩევიან მისთვის საჭირო უნარებით, რომელი ორგანიზაციიდან ჭარბობენ წარამტებული კანდიდატები, რამდენი კანდიდატი დაიქირივა და სხვ.

გარდა ტალანტების სიმცირისა, HRM-ის მარკეტინგულ ტრანფორმაციას სხვა, საინტერესო მიზეზებიც აქვს, კერძოდ:  ტექნოლოგიების განვითრებით გამოწვეული ცვლილებები ნებისმიერ ბიზნესში, როდესაც სამუშაო სივრცე უფრო და უფრო ინაცვლებს ოფისიდან სოციალურ სივრცეში; ახალმა თაობამ (Z Generation, Millenials) ფაქტიურად სრულად დაიკავა პოტეცნიური კანდიდატებისა და პოტენციური თანამშორმლების ბაზარი, ამას გარდა, ახალი თაობის ღირებულებები, ინტერესები და კომუნიკაციის სტილი რადიკალურად განსხვავებულია და ტრადიციულ HRM-ს ტექტონიკური ძვრებიც კი გაუჩინა. მარკეტინგული ტრანსფორმაციის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო მიზეზია “ფსიქოლოგიური უსაფრთხოება”, რომელმაც ჩაანაცვლა ე.წ. ფსიქოლოგიური კონტრაქტი. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება გულისხმობს გუნდის და სამუშაო ადგილზე “დემოკრატიას”, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას მოსაზრება, იდეა, გუნდის წევრი გრძნობს მისი ლიდერისგან მხარდაჭერას და მინიმალურია სტრესის განცდა ნებისმიერ არასტაბილურ სიტუაციაში. მაგალითად, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შედეგია როდესაც ადამიანები ამბობენ “ძალიან კარგი სამუშაო გარემოა”, ფსიქოლოგიური უსარფრთხოების შესაქმენლად ორგანიზაციები  ქირაობენ  ტრანსფორმაციულ ქოუჩებსაც, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შექმნის მიზნით, ორგანიზაციები ცდილობენ შეამცირონ ბიუროკრატია და სხვ.

მარკეტინგული HRM-ის ძირითადი შედეგი კომპანიისთვის არ შეცვლილა, თუმცა საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება განსხვავებული მეთოდებით ხდება, კერძოდ კი ჩართულობის მართვით. კანდიდატების ჩართულობის კამპანიები ცალსახად მარკეტინგულია, ამისი საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია  2016 წლის  “ისტ პოინტის მერის” არჩევნებიც მოვიყვანოთ, როდესაც კომპანიამ სავაჭრო ქალაქის მენეჯერი ფაქტიურად სანიმუშო მარკეტინგული კამპანიიით შეარჩია.

კანდიდატების ონლაინ ჩართულობის  საუკეთესო ნიმუშია ციფრული და კრეატიული სააგენტოს “ლივინგსტონის” სოციალური რეკრუტინგული კამპანია, რომლის დროსაც კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაიწყო კანდიდატების დაინტერესების შექმნა საინტერესო მესიჯით “ვეძებთ სანთლით.”

თანამედროვე, ანუ მარკეტინგული HRM-ის კონსტრუქტია ჩართულობის 3S სტრატეგიაა, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Aon Hewitt მიერ არის შემუშავებული და გულისხმობს კანდიდატებისა და თანამშორმლობის მუდმივ ჩართულობას, რაც ასე გამოითქმება: 1.” Say” - ისაუბრე პოზიტიურად, “Stay” - დარჩი კომპანიაში, იყავი ეფექტური და  განვითარდი; “Strive” - იზრუნე კომპანიაზე, გუნდის წევრებზე და მაღალ შედეგებზე. თუ დავაკვირდებით, 3S სტრატეგია კანდიდატებისა და თანამშრომლების პოზიტიური ემოციის შექმნაზე მუშაობას, რასაც მარეკტოლოგები, სავარაუდოდ, “ბრენდის სიყვარულს” დაარმქმევდნენ. 

დამსაქმებლის ბრენდინგი და მარკეტინგული HRM კომპანიში და კომპანიის გარეთ საკმაოდ მრავალფეროვანია, კომპანიის შიგნით 3S მოითხოვს თანამშრომლების ქცევის ანალიტიკას და “რა სჭირდება კლიენტს” გადაწყვეტილებების შექმნას. ბევრ კომპანიაში დღეს აღირიცხება და მუშავდება ისეთი ინფორმაციები, როგორიცა თანამშრომლების შენარჩუნების საშუალო მაჩვენებელი, დაწინაურების კოეფიციენტი, განვითარების კოეფიციენტი და სხვ. სწორედ მონაცემების ანალიზი ქმნის კომპანიის თანამშრომლების საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებებს და სწორედ ამიტომაცაა HRM მარკეტინგული, როდესაც “ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს“ (ანუ გუნდის წევრებს) მუდმივად შესთავაზოს მათ საჭიროებაზე მორგებული სწავლა, განვითარება და საქმეც კი. 

მარკეტინგული  HRM არ არის მხოლოდ კრეატიული გადაწყვეტილებები და სოციალურ ქსელში ინფორამციის გავრცელება - ეს საბოლოო პროდუქტის რეკლამირებაა. შედეგად კი მოიაზრება კომპანიის პოზიტიური რეპუტაცია და სანდოობა, რაც HRM ის მიმართულებით ასე გამოვლინდება:

1. საუკეთესო დამსაქმებელი - მაღალი ინტერესი და საუეკთესო კანდიდატების სიმრავლე

2. საუკეთესო დამსაქმებელი - ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები ლიდერებსა და გუნდის წევრებს შორის, საინტერესო საქმე, მინიმალური სტრესი

3. საუკთესო დამსაქმებელი - ზრუნავენ გუნდის წევრების განვითარებაზე და მომავალი ლიდერები მხოლოდ არსებული თანამშრომლებია

4. საუკეთესო დამსაქმებელი - ზრუნავენ კომპანიის წევრებმა იმუშაონ ისეთ საქმეებზე, რაც აინტერესებთ, ზრუნავენ გუნდის წევრებმა განივითარონ ცოდნა და უნარები

 

ავტორი: მედეა ტაბატაძე

 

 

 

 

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015