ონლაინ შეხვედრები, დღეს კორპორაციების სამუშაო ფორმატია. Zoom ონლაინ შეხვედრების ერთერთი ყველაზე გავრცლებული პლატფორმაა, როემლიც გვეხმარება, შევინარჩუნოთ და ვმართოთ საქმიანი ურთიერთობები და დასაქმებულის სტატუსიც, ვმართოთ მოლაპარაკებები და შეხვედრები, გავცვალოთ ინფორმაცია და გავეცნოთ სიახლეებს. თუმცა, ონლაინ კომუნიკაცია დამღლელია. რატომ არის ასეთი დამღლელი? და როგორ შეგვიძლია შევამციროთ „ზუმ შეხვედრებით“ გამოწვეული გადაღლილობა?
ჩვენი ეკრანი გაშეშდა. უცნაური ხმა ისმის, ათეულობით თავი მოგჩერებია. „ზუმში“ ხდება კოლეგებთან შეხვედრა, ინდივიდუალური შეხვედრები და დღის დასასრულს კი „ზუმ გართობა“ მეგობრებთან და დისტანციურად მყოფ ოჯახის წევრებთან ერთად.
კოვიდ-19-ის პანდემიის შემოტევასთან ერთად, ჩვენ ვიდეო ზარებით ისე დავიტვირთეთ როგორც არასდროს. ადამიანების უმრავლესობა ამ საქმიანობას დამქანცველად მიიჩნევს. რა გვღლის რეალურად ონლაინ სივრცეში? რუბრიკა BBC Worklife ამ თემაზე ესაუბრა პროფესორ ჯანპიერო პეტრილიერის, სწავლებისა და განვითარების მკვლევარს, და მარისა შაფლერს, კლემსონის უნივერსიტეტის ასოცრებულ პროფესორს, რომელიც სამუშაო გარემოს კეთილდღებასა და გუნდური მუშაობის ეფექტურობას სწავლობს.
პროფესორების აზრით, ონლაინ შეხვედრა მოითხოვს უფრო მეტ კონცენტრაციას, ვიდრე პირისპირ საუბარი. ვიდეო საუბარი გვაიძულებს, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიმუშაოთ არავერბალურ მინიშნებებზე, ისეთებზე როგორიცაა სახის გამომეტყველება, საუბრის ტონი, ხმის ტემბრი და სხეულის ენა. ამ „ სიგნალებზე“ ყურადღების გამახვილებას ჩვენგან დიდი ენერგია მიაქვს, „ჩვენი აზრები ემთხვევა, თუმცა ონლაინ საუბრისას ამას ვერ ვგრძნობთ. რეალურად, სწორედ ეს დისონანსი გვაცლის ენერგიას. ბუნებრივად შეუძლებელია ასეთი დიალოგის დროს დაძაბულობის გარეშე იგრძნო თავი“, ამბობს პეტრილერი.
„ონლაინ“ სიჩუმე კიდევ ერთი გამოწვევაა. რეალურ ცხოვრებაში სიჩუმე ბუნებრივ რითმს ქმნის დიალოგში. თუმცა, ონლაინ შეხვედრისას სიჩუმე სიბრაზეს იწვევს და ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს. შეფერხება სატელეფონო ან საკონფერენციო ტექნოლოგიებში ქმნის ნეგატიურ შეხედულებას და დაყოვნება, თუნდაც 1.2 წამით საკმარისია იმისთვის, რომ მოსაუბრე მიჩნეულ იქნას ნაკლებად კოლეგიალურად ან ნაკლებად მეგობრულად.
ონლაინ შეხვედრების კიდევ ერთი „დამღლელი“ფაქტორია ისიც, რომ ვიდეო კონფერენციის დროს, ჩვენ ვიცით რომ ყურადღების ცენტრში ვართ, ამ დროს კ დგება სოციალური წნეხის ეტაპი, რაც გულისხმობს დაძაბულობას და იწვევს სტრესს, რადგან გვინდა ყველაფერი კარგად შევასრულოთ.
პეტრილიერი მიიჩნევს, რომ ჩვენ იძულებით ჩართულობას ვგრძნობთ ონლაინ შეხვედრებში, ეს შეხვედრები გვახსენებს ხალხს, ვინც მიმდინარე პერიოდში პრაქტიკულად თვალთახედვიდან დავკარგეთ. სტრესულია ყოველდღიურად კოლეგის დისტანციურად დანახვა, რადგან ეს გვიმძაფრებს განცდას, რომ ამ დროს ერთად უნდა ვიყოთ სამუშაო გარემოში. აღმოჩნდა, რომ ექსტროვერტები და ინტროვერტები თანაბრად არიან გადაღლილები მოცემული მდგომარეობით, ჩვენ ყველას გვაერთიანების შეფერხების საერთო განცდა პანდემიის დროს. „წარმოიდგინეთ რომ მიდიხართ ბარში, სადაც ერთდროულად ხვდებით პროფესორებს, თქვენს მშობლებს ან უბრალოდ პაემანი გაქვთ, უცნაურია არა? სწორად ასე ვიქცევით ამ ეტაპზე“-ამბობს პეტრილიერი.
ადამიანები სოციალური როლებს სხვადასხვა ადგილას ვასრულებთ, დღეს ეს შეზღუდული გვაქვს. ჩვენ ვართ სახლებში, შინ, კრიზისგან გამოწვეული შფოთი ყველგან იგრძნობდა და ჩვენი ინტერაქციის ერთადერთი სივრცე კი კომპიუტერის ფანჯარაა. შესრულებული სამუშაოსგან მიღებული კმაყოფილების ნაკლები განცდა და საქმესთან ერთად, ოჯახური ვალდებულებების შესრულება ონლაინ მუშაობით გამოწვეული გადაღლის დამატებითი ფაქტორებია.
ადამიანების უმრავლესობა ჯგუფურ ონლაინ შეხვედრებს პირველად მართავს, იქნება ეს წინასააღდგომო ვახშმის სამზადისი თუ ვირტუალური სადილი, ესწრება ლექციებს და აწყობს დაბადების დღის აღსანიშნავ ონლაინ ღონისძიებებს მეგობრისთვის. თუმცა, ესეც გადამღლელია.. „არა აქვს მნიშვნელობა ზარი ე.წ. ვირტუალურ “happy hour” -ს ეძღვნება თუ არა, ის მაინც შეხვედრაა, სადაც ონლაინ ურთიერთობისთვის საჭირო მეთოდებს ვიყენებთ“-ამბობს ჯანპიერო პეტრილიერი
დიდ ჯგუფურ ონლაინ შეხვედრებში განსაკუთრებით რთულია მონაწილეობის მიღება. აქ თითქოს ტელევიზორს უყურებ და ტელევიზორიც შენ გიყურებს. დიდი ონლაინ შეხვედრა დეპრესიულიც შეიძლება იყოს, რადგან ადამიანის, როგორც ინდივიდის შესაძლებლობები ბევრად შემცირებულია.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ აუცილებელ მინიმუმამდე დავიყვანოთ ონლაინ შეხვედრები. ვიდეო კამერის ჩართვა არჩევითი უნდა იყოს, არ არის სავალდებულო ყველა შეხვედრა კამერის თანხლებით მიმდინარეობდეს. ჯგუფურ შეხვედრებზე კონცენტრაციაში შესაძლებელია ვიდეო კამერის განლაგება დაგვეხმაროს, უმჯობესი იქნება კამერა არა პირდაპირ არამედ გვერდიდან გვიყურებდეს. პროცესი ნაკლებად დამღლერლი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ სხვა ოთახიდან ვერთვებით შეხვედრას.
პროფესორები კიდევ ერთ საინტერესო რამეს გვირჩევენ- უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა ვიდეო შეხვედრები ეფექტური კომუნიკაციის საშუალება. შაფლერი გვთავაზობს, რომ ზოგჯერ უმჯობესია საერთო ფაილებით გავცვალოთ ინფორმაცია, რითაც საბოლოო ჯამში ავიცილებთ „ინფორმაციულ გადატვირთულობას“. ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა მცირე შესვენებებით ვისარგებლოთ შეხვედრების დროს, ვიდრე სრულად ჩავეფლობით საქმიან საუბრებში. „უმჯობესია, ონლაინ შეხვედრისას დახარჯოთ დრო ადამიანების მოკითხვაში, ეს არის გზა კავშირის აღდგენად, ნდობის შესანარჩუნებლად და გადაღლის შესამცირებლად“.
ექსპერტების თქმით, ვიდეოკონფერენციებს შორის განტვირთვის ეტაპების შემოღება სტრესს შეამცირებდა. ამისთვის კი გვირჩევენ ცოტა ვარჯიშს, ცოტა გართობას და ცოტა გონების გადახალისებას ჩვენს ჰობზეც კი. ონლაინ შეხვედრებს შორს განტვირთვის ეტაპები მნიშვნელოვანია- უნდა შევქმნათ გარემო, სადაც ერთი პერსონიდან გამოვდივართ და მეორე პერსონაში ვინაცვლებთ-ისევე როგორც სამუშაო სივრციდან სახლში ვბრუნდებით.