Journal of Applied Psychology-ის 2015 წლის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის ენერგია, სამუშაო მოტივაცია და კონცენტრაციის უნარი ელემენტივითაა, რომელიც პერიოდულად დატენვასა და განახლებას საჭიროებს, ამისათვის კი სამუშაო საათებში 5-10 წუთიანი განტვირთვა და სხვადასხვა აქტივობების შესრულებაა საჭირო. პანდემიის პირობებში გაიზარდა სამუშაო საათები, საქმე ძირითადად კომპიუტერის ეკრანებთან სრულდება, რამაც ტექნოლოგიებთან დროის გატარების დღიური მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა.
პანდემიამდეც და პანდემიის პერიოდშიც არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანს ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას სრულად განიტვირთვის საშუალება არ აქვს. HBR-ის მკვლევარები ამბობენ, რომ თუ ადამიანი სწორად შეარჩევს ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანთან განტვირთვისათვის საჭირო აქტოვობებს, მისი ენერგია და პროდუქტიულობა დღის განმავლობაში გაიზრდება. ასე რომ, ადამიანებს აღარ უნდა აწუხებდეთ „დანაშაულის შეგრძნება ეკრანთან დიდი დროის გატარების გამო“.
HBR-ის მკვლევარების აზრით, სამუშაო საათებში განტვირთვისათვის შემდეგი სამი აქტივობაა საჭირო:
მოძრაობა: კვლევებით დასტურდება, რომ სამუშაო საათებში, თუნდაც 2 წუთიან შესვენებას და ფიზიკურ აქტივობასდადებითი გავლენა აქვს ადამაინის ენერგიულობასა და პროდუტიულობაზე. ასე, რომ მცირეხნიანი, თუნდაც 2 წუთიანი ვარჯიში სამუშაოს უფრო ხარისხიანად და ენერგიულად შესრულებაში დაგვეხმარება.
კომუნიკაცია: პანდემიის პერიოდში ადამიანებში იზოლირებისა და მარტოობის შეგრძნება გაიზარდა. კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაციამაც თითქმის სრულად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორების მიერ წარმოებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ თუნდაც ონლაინ სივრცეში, ადამიანებთან კომუნიკაცია მარტოობისა და იზოლირებულობის განცდას ამცირებს. ამიტომაც HBR-ის მკვლევარები გვთავაზობენ, რომ სამუშაო საათებში მცირეხნიანი შესვენება ონლაინ „ჩატებში“ მეგობრებთან ან კოლეგებთან არასამსახურეობრივ საუბრებს დავუთმოთ.
გამოწვევები ტვინისათვის: ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ადამიანზე ვიდეო თამაშების კოგნიტურ და ემოციურ გავლენების იკვლევდა, დადგინდა, რომ თამაშები აუმჯობესებენ ადამიანის ფიქრის სიჩქარეს, რეაქციას სისწრადესა და მეხსიერებას. ასევე, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 12-13 წლის სკოლის მოსწავლეებს დააკვირდნენ, აღმოჩნდა, რომ გონებრივი თავსატეხები ადამიანის პრობლემის გადაჭრის უნარსაც აუმჯობესებს. აქედან გამომდინარე, HBR-ის მკვლევარები გვირჩევენ, რომ სამუშაო საათებში მცირე შესვენებებისას დრო სხვადასხვა ტიპის თამაშებს დავუთმოთ, რაც სამუშაოს შესრულებისას სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება.
სამუშაო საათებში, კომპიუტერისა და მობილურ ეკრანებთან შეგვიძლია შევასრულოთ რამდენიმე ქმედებაც, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებთან თანხვედრაში მოდის:
მოძრაობა ეკრანთან: როგორც მკვლევარები ამბობენ, თამაშისა და მოძრაობის სინთეზს სტრესის შემცირება შეუძლია. არსებობს ისეთი ვიდეოთამაშები (მაგ: Bead Saber ან Wii Sports) რომელიც ეკრანის ყურებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს. სამუშაო საათებში მსგავსი აქტივობების შესრულება ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას დღის განმავლობაში.
სიმღერა: ფიზიკური აქტივობა აუცილებლად ვარჯიშსა და მოძრაობას არ გულისხმობს. კვლევები, რომელიც ადამიანზე მუსიკის ფსიქოლოგიურ გავლენებს იკვლევს, ადასტურებს, რომ გუნდური სიმღერა აუმჯობესებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და მას სოციალიზაციაში ეხმარება. ვინაიდან დღეს შეკრება და გუნდური სიმღერა შეიძლება დაავადების გავრცელების წყაროდ იქცეს, HBR-ის მკვლევარები Youtube კარაოკეს გვთავაზობენ. ასე რომ, ჩართეთ Youtube თქვენს ეკრანებზე, გამოხურეთ კარი (თუ არ გინდათ რომ თქვენს სიმღერას სხვა ისმენდეს) და იმღერეთ. სამუშაო საათებში მსგავსი აქტივობა ემოციურ განტვირთვაშიც დაგეხმარებათ.
მოთხრობის მოსმენა: HBR-ის მკვლევარები ამბობენ, რომ აუდიო მოთხრობების ან მცირე ნოველების სხვადასხვა აქტოვობასთან ერთად მოსმენა ადამიანს ემოციურ განტვირთვაში ეხმარება. მათი რჩევით, სამუშაო საათებში შესვენებისას ბიზნეს ლიტერატურის მოსმენა ემოციურ განტვირთვას ხელს უშლის, ამიტომ, სასურველია მხატვრული ნაწარმოებების ან მსგავსი, საინტერესო ამბების აუდიო ჩანაწერების მოსმენა. ამ აქტივობის შესრულება ჭურჭლის რეცხვასთან, ქსოვასთან ან სეირნობასთან ერთადაც შესაძლებელია, შემდეგ კი შეგიძლიათ მიუსხდეთ თქვენს სამუშაო მაგიდას და ემოციურად მზად იყოთ კოლეგებთან სამსახურეობრივი კომუნიკაციის გასაგრძელებლად.
კომუნიკაცია: შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ისეთი ახალი აუდიო სოციალური ქსელები გამოჩნდა, როგორიცაა Clubhouse და Twitter Space. პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ადამიანები სხვა ადამიანებს ხვდებოდნენ და საკუთარ აზრებს უზიარებდნენ დაიხურა. პანდემიამდე, ოფისში მუშაობისას, ადამიანები სპონტაურად იწყებდნენ საუბარს სხვადასხვა თემებზე, რაც ინოვაციური აზრების ფორმირებას უწყობდა ხელს. დღეს კი მსგავსი კომუნიკაციისთვის აუდიო სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ადამიანი სხვადასხვა თემაზე გამართულ პანელურ საუბრებში ერთვება, ან ისმენს სხვების საუბარს, ინოვაციური იდეების გაჩენის ალბათობა იზრდება. შესაბამისად, ეს აქტოვობა ადამიანს სამუშაო პროცესში პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოძიებაში ეხმარება.
დალაგება: კვლევები ადასტურებს, რომ დისტანციურად მუშაობისას სახლში არეულობა ადამიანის ემოციურ განწყობასა და ენეგიის მაჩვენებელზე უარყოფითად მოქმედებს, სახლიდან მუშაობა კი სახლის არეულობასა და მის მოწესრიგების საჭიროებასაც ქმნის. სახლის საქმეების გამო, ადამიანი დღიურ ერთსაათიან შესვენებას ვეღარ იყენებს. HBR-ის მკვლევარები გვთავაზობენ, რომ სამუშაო საათებში გამოვყოთ 5-10 წუთი, შევარჩიოთ ერთ-ერთი არეული კუთხე და მის დალაგებას შევუდგეთ(ამ აქტოვობის შესრულება აუდიოწიგნებთან, სიმღერასთან ან Clubhouse-ის სმენასთან ერთად შეიძლება). ეს აუმჯობესებს ადამიანის განწყობას და საშუალებას აძლევს სამუშაოს უფრო დიდი ენერგიით შეუდგეს.
თამაში: 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ისეთი თამაშები, როგორიცაა ბანქო, კროსვორდი ან სუდოკუ, აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტურ უნარებს და ამცირებს ალცჰაიმერით დაავადების რისკებს. როგორც უკვე ვახსენეეთ, დღის განმავლობაში, შესვენების დროს, ვიდეოთამაშებს სამუშაოსგან გამოწვეული სტრესის შემცირება შეუძლიათ. HBR-ის მკვლევარების რჩევით, კარგი იქნება თუ ადამიანები შესვენებისას მათთვის სასურველ და საყვარელ თამაშებს ითამაშებენ, რაც სტრესის შემცირებასა და დღის პროდუქტიულად გატარებაში დაგვეხმარება.
რა თქმა უნდა, არ არსებობს კონკრეტული წესები, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა შესვენება სახლიდან მუშაობის პირობებში. ადამიანები ეკრანებთან დღის დიდ ნაწილს ვატარებთ. ამიტომ, კარგი იქნება თუ სამუშაო საათების დროს შესვენებას ჩვენს გაჯეტებთან ერთად დავგეგმავთ, რაც გაზრდის პროდუქტიულობას, შეამცირებს სამუშაოსგან გამოწვეულ სტრესს და დაგვეხმარება დღის ენეგიულად გატარებაში.
წყარო: HBR