დენ ფრაისი - კრიზისის მართვის განსხვავებული მიდგომა

დღეს, Covid -19-მა ბევრი ბიზნესი და დამსაქმებელი უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა. კომპანია Gravity Payments -თვის კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისი დამანგრეველი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალი თითქმის განახევრდა. Gravity-ის CEO, დენ ფრაისი, სულ ცოტა ხნის წინ,  სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა: თუ იგი კომპანიის თანამშრომლების 20%-ს არ შეამცირებდა, კომპანია მალე გაკოტრდებოდა.

ფრაისს არ სურდა არჩევანი მხოლოდ ამ ორ ვარიანტს შორის გაეკეთებინა. ამიტომ, მან ალტერნეტიული გზა მოძებნა, რომელიც დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის უჩვეულოდ გამოიყურება - მან კომპანიის პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად თანამშრომლებს მიმართა.

Gravity Payments-ის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანია აშშ-ს მასშტაბით მცირე ბიზნესს გადახდის სერვისებით უზრუნველყოფს. კორონავირუსის კრიზისის პერიოდი ყველაზე რთული, სწორედ მცირე ბიზნესისთვის აღმოჩნდა და შესაბამისად, ეს Gravity Payments-ის შემოსავალზეც უარყოფითად აისახა.

Gravity Payments-ის ყველა სავაჭრო ობიექტში შემოსავალი 55%-ით შემცირდა. კომპანიას შემოსავლების მსგავსი შემცირება არც 9/11-ის და არც დიდი რეცესიის დროს არ ჰქონია.

Gravity Paymants-ს რამდენიმე კვირის წინ, ოთხიდან ექვსი თვის ფარგლებში გაკოტრება ემუქრებოდა.

19 მარტს, ფრაისმა კომპანიის ყველა თანამშრომელთან საერთო შეხვედრა გამართა. კომპანიის CEO-მ დასაქმებულებს კომპანიის ფინანსურ გამოწვევებსა და არსებული მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, ფრაისი და კომპანიის COO, ტამი კროლი, 40 საათის განმავლობაში თანამშრომლების მცირე ჯგუფებს ხვდებოდნენ. ისინი გუნდის  წევრებს პირადად აცნობდნენ ინფორმაციას  კრიზისით შექმნილ მდგომარეობაზე  და მათ პრობლემის გადაჭრის გზებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას სთხოვდნენ.

შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის ყველა დასაქმებულს ჰქონდა სურვილი, ნებაყოფლობით შეემცირებინა საკუთარი ხელფასი. ამ მიდგომით, კომპანია შეძლებდა შეენარჩუნებინა არსებული თანამშრომლები და გაეხანგრძლივებინა არსებობის პერიოდი. თუმცა, ყველა თანამშრომელი განსხვავებული ოდენობის თანხის შემცირებაზე იყო თანახმა, რაც განსხვავებული პირადი პასუხისმგებლობებით იყო განპირობებული: ზოგი იპოთეკურ სესხს იხდიდა, ზოგს ოჯახი ჰყავდა, ზოგსაც დანაზოგი ჰქონდა, რის გამოც ხელფასის უფრო დიდი წილის დათმობაზე იყო თანახმა.

მრავალსაათიანი კონსულტანციების შემდეგ, Gravity Payments-ის საერთო გუნდმა ახალი და არატრადიციული სტრატეგია შეიმუშავა: ყველა თანამშრომელს დაურიგდა პირადი ფორმა, სადაც ისინი წერდნენ თანხის იმ ოდენობას, რომლის ხელფასიდან დათმობისთვისაც მზად იყვნენ.

ასე მოიქცა კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი. მაღალანაზღაურებადმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან მეტი წილი გაიღეს, ხოლო დაბალანაზღაურებადებმა- ნაკლები.

ეს სტრატეგია, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: კომპანიამ თანამშრომლების შემცირება  მინიმუმ  1 წლით  გადაავადა.

ფრაისის კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავების ახალი მეთოდი ემოციური ინტელექტის ბრწყინვალე მაგალითია.

ფრაისის მიდგომა სხვა კომპანიებისთვის მაგალითიც შეიძლება გახდეს და მათ არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. Gravity Payments-ის მაგალითით სამი რამის სწავლაა შესაძლებელი:

გულწრფელობა

ფრაისმა კომპანიის თანამშრომლებს კომპანიაში არსებული კრიზისული მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია გულწრფელად და სრულყოფილად მიაწოდა. შედეგად, დასაქმებულებმა უკეთესად აღიქვეს სრული სურათი და დახმარების სურვილი ნებაყოფლობით გამოთქვეს.

დღევანდელ გარემოში, როდესაც კომპანიების უმეტესობა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, თანამშორმლებთან გულწრფელი მიდგომა საუკეთესო გამოსავალია. ასეთი დამოკიდებულებით ადამიანები იზიარებენ კომპანიის მდგომარეობას და ემპათიაც თავისთავად უჩნდებათ.

მოსმენა

ფრაისისა და კროლის მიერ თანამშრომელთა ჯგუფებთან ჩატარებული 40 საათიანი შეხვედრები  შედეგიანი აღმოჩნდა. თანამშრომელთა მოსაზრების მოსმენის შემდეგ, კომპანიამ შეძლო, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული დასაქმებულის ინტერესსა და მდგომარეობას ითვალისწინებდა.

კრიზისის პერიოდში თანამშრომლების მოსმენა კიდევ ერთი სწორი ნაბიჯია, კომპანიის მენეჯმეტს აქვს საშუალება გაიგოს თანამშრომელთა ხედვა და სურვილები და შედეგად, მოძებნოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის ნაკლებ მტკივნეული და შესაბამისად, ეფექტიანიც იქნება.

ერთად, პრობლემების წინააღმდეგ

კრიზისის დროს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას, დასაქმებულების მხრიდან ხშირად ბუნებრივი წინააღმდეგობები ან ნეგატიური შეფასებები მოჰყვება ხოლმე. ფრაისმა თანამშრომლებისთვის მოსაზრების კითხვით, ეს პრობლემა თავიდან აიცილა.

Gravity Payments-ის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას, თანამშრომლების ჩართულობა პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარების ეფექტური გზაა. ასე თანამშრომლები არა კომპანიის ინტერესების მსხვერპლად, არამედ კომპანიის პარტნიორებად აღიქვამენ თავს. შედეგად, კომპანიის გადარჩენისთვის იბრძვის როგორც მაღალი, ისე დაბალი რგოლი.

Gravity Payments-ის ახალი, არასტანდარტული მიდგომა სამუშაო გარემოში ნდობის გამომუშავების და კრიზისულ პერიოდში პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს ემოციური ინტელექტის კარგი მაგალითია - აიძულო ემოციებს იმუშაონ შენთვის და არა შენს წინააღმდეგ.

სათაური
გამოქვეყნების დრო
ჯეფ ბეზოსის რჩევა - კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ კომპანიის 10 წლიანი მიზნების დასახვამდე
29.05.2020
HBR: როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია
27.05.2020
როცა სხვები გიყურებენ
25.05.2020
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
22.05.2020
HBR: როგორ გავხადოთ დისტანციური კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი?
20.05.2020
Google-ს და Apple-ს სამუშაო კულტურა
18.05.2020
მენეჯერის 4 კომპეტენცია, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება
14.05.2020
გაკვეთილი ბიზნესს მსოფლიო ლიდერებისგან
13.05.2020
HBR: როგორ შევამციროთ კომპანიის თანამშრომლების სტრესი?
11.05.2020
Stay Interview
08.05.2020
რჩევა მილენიალებს: როგორ უნდა მართოთ მენეჯერი?
06.05.2020
რატომ არის დამღლელი „ზუმშეხვედრები“?
04.05.2020
რა დროს უთმობენ კომპანიის CEO-ები სამუშაოს?
01.05.2020
დროის მართვის მეთოდები ჯეფ ბეზოსისგან
29.04.2020
ბილ გეითსი: რჩევა სტუდენტებს
27.04.2020
მოსმენის უნარი
24.04.2020
თვისებები, რომლებიც კარგ მენეჯერს ახასიათებს
21.04.2020
რატომ ხდებიან 'B სტუდენტები' კარგი მენეჯერები
17.04.2020
HBR: განვითარება დღევანდელ პერიოდში
15.04.2020
როგორ გავხადოთ სახლში მუშაობა უფრო პროდუქტიული?
10.04.2020
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში
30.03.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015