ტექსტით, აუდიო თუ ვიდეო ზარით ინფორმაციის გაცვლა ჩვენი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. კომუნიკაცია სოციალური ურთიერთობას და სოციალურ კავშირსაც ქმნის, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ბედნიერებისთვის, მენტალური ჯანმრთელობისა და საქმიანი ურთიერთობებისთვისაც კი. თითქოს მარტივი შესარჩევია მესიჯით ჯობია კომუნიკაცია თუ ხმოვანი შეტყობინებით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საუბარს უფრო მეტად შეუძლია სოციალური კავშირის და პოზიტიური ურთიერთობის შექმნა.
Harvard Business Review რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა თუ რა გავლენას ახდენს ადამიანების ემოციურ განწყობას და სოციალური კავშირის ხარისხზე კომუნიკაციის სხვადასხვა ტიპი. კვლევის მონაწილე ადამიანთა ჯგუფს ჰქონდა დავალება, გაეხსენებინათ ნაცნობი ან ახლობელი, ვისთანაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ კოტაქტი და აქვე, ამოერჩიათ კომუნიკაციის ფორმა: წერილობითი (ელ-ფოსტით) ან სატელეფონო ზარი. კველვის მონაწილეების ნაწილმა სატელეფონო ზარი არჩია, მეორე ნაწილმა კი - ტექსტური, მესიჯით კომუნიკაცია. შედეგები დასაფიქრებელი აღმოჩნდა, რადგან კვლევის მონაწილეებმა, აღნიშნეს რომ ტელეფონით საუბრით კომუნიკაციისას უფრო მეტად იგრძნობოდა ემოციური კავშირი მოსაუბრესთან, ტექსტური კომუნიკაციის დროს კი ეს კავშირი ნაკლებად შესამჩნევი აღმოჩნდა. კველვის შედეგების საინტერესო ფაქტი კი იყო უხერხულობის განცდა, რომელიც, კვლევის ორივე ჯგუფს (ტელეფონით კომუნიკაცია, ტექსტით კომუნიკაცია) თანაბრად გაუჩნდა ნაცნობთან დიდი ხნის წინ მიტოვებული კომუნიკაციის აღდგენის პროცესში.
მეილით ან ტელეფონით კომუნიკაცია დღეს მოძველებულ მეთოდად მოიაზრება, განსაკუთრებით კი პანდემიის ვიდეო-ზარებით მუშაობისა თუ კომნუიკაციის პროცესში. მაგრამ ამის საპირწონედ, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვიდეო ზარი მაინც არ ქმნის სოციალურ კავშირს მოსაუბრესთან. ამ მოსაზრების დასადასტურებლადაც ჩატარდა მეორე კვლევა, კვლავ HBR -ს ხელმძღვანელობით სადაც კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს უცნობ ადამიანებთან ესაუბრათ მნიშვნელოვან საკითხებზე ე.წ live chat ით, ზარით ან ვიდეოზარით. ექსპერიმენტამდე, მონაწილეებს ჰკითხეს რას ვარაუდობდნენ, რა ემოცია ექნებოდათ საუბრის პროცესში. ეს კითხვა კი ექსპერიმენტის შემდეგ კიდევ დაუსვეს მონაწილეებს, რა ემოცია ჰქონდათ საუბრის პროცესში და აღმოჩნდა, თავიანთი მოლოდინები გააზიარეს კომუნიკაციამდე და ასევე, დასრულების შემდეგ ,ისაუბრეს რეალურ შეგრძნებებზე. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციის დაწყებამდე მონაწილეებს არ ჰქონდათ მოლოდინი რომ ექნებოდათ უხერხულობის განცდა ან მცირე ემოციური კავშირი, მაგრამ ექსპერიმენტიშ შემდეგ კვლავ იგივე შედეგი დაფიქსირდა : ემოციური კავშირი კვლავ სატელეფონო საუბარმა შექმნა.
როგორც ჩანს, ვიდეო ზარით კომუნიკაცია და მოსაუბრის გამოსახულება მაინც არ ქმნის ისეთ კავშირს, როგორც მასთან საუბარი. ამ და HBR ს წინა ექსპერიმენტები ადასტურებს რომ მოსაუბრის ხმა მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის მოსმენის, გაგების განცდას და ემოციურ კავშირს მოსაუბრესთან. HBR კვლევა კომუნიკაციის თანამედროვე საუშალებებზე საინტერესოა და დასაფიქრებელიც. ცხადია, ეს არ არის რჩევა რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანმა უპირატესობა მიანიჭოს სატელეფონო საუბარს. საქმიანი მიმოწერისთვის უფრო მეტად ეფექტურია ელექტრონული ფოსტა, მარტივი და მცირე ინფორმაციის გასაცვლელად ეფექტურია მესიჯი და ასევე, არსებობს სატელეფონო ზარი, რომელსაც ხშირად თავს ვარიდებთ, რადგან გვგონია რომ არ შევქმნათ რაიმე ტიპის უხერხულობა მოსაზრებასთან. მაგრამ, კვლევები ადასტურებს რომ, სატელეფონო საუბარი და მოსაუბრის ხმის მოსმენა აუმჯობესებს კომუნიკაციის ხარისხს და ქმნის მოსაუბრესთან ემოციურ კავშირს. ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ კომუნიკაციას, სატელეფონო საუბარით მიღებული ემოცია ნამდვილად სჭირდება.
წყარო: HBR