დღეს ადამიანის ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფია- სამსახური, საყოფაცხოვრებო საქმეები და დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება, დიდ ენერგიას მოითხოვს. ამის გამო ადამიანი ხშირად გამოძინებასაც ვერ ასწრებს. არსებობს სამუშაო დღეები, როცა ადამიანი გადაღლილი და შედეგად კი არაპროდუქტიულიც არის. მეცნიერებმა ადამიანებს ამ პრობლემის გადასაჭრელად ახალი გზა შესთავაზეს - სამსახურში ცოტა ხნით წაძინება. კვლევები ადასტურებს, რომ წაძინება, იგივე თვალის მოტყუება, აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას და ზრდის მუშაობის ხარისხს. ამას გარდა, წაძინების შემდეგ მცირდება სტრესი და ტვინიც უკეთესად განაგრძობს მუშაობას.
წაძინებს დადებითი ეფექტები მკაფიოა, თუმცა ჩნდება კითხვა: რამდენი ხანი უნდა წაუძინოს ადამიანმა სამსახურში ყოფნისას? მეცნიერებს ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: წაძინებისთვის ზუსტი დრო Nasa-ს კვლევებით დასტურდება. კვლევის აუცილებლობა კი დადგა მაშინ, როდესაც Nasa-მ დააფიქსირა საფრთხე, რომლის დროსაც გამოუძინებელ და დაღლილ პილოტს შეიძლება ჩასძინებოდა და მგზავრები და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დაეყენებინა.
დადგინდა, რომ იმ პილოტებს, რომლებსაც კაბინაში 26 წუთი ეძინათ სიფხიზლე 54 %-ით, ხოლო მუშაობის ხარისხი 34%-ით გაუუმჯობესდათ, განსხვავებით იმ პილოტებისაგან, რომლებიც წაძინების გარეშე მუშაობდნენ. მეცნიერების რეკომენდაციით, ენერგიების აღსადგენად 30 წუთიანი წაძინება საკმარისია. 30 წუთის შემდეგ ადამიანის სხეული ძილის უფრო ღრმა ფაზაში შედის, რის გამოც გამოღვიძება უფრო რთული ხდება.
„წაძინებითი თერაპიისას“ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 26 წუთიანი ძილი ხანგრძლივია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანია გაღვიძებისთანავე საქმეს უნდა შეუდგეს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია ადამიანმა 10-დან 15 წუთამდე წაიძინოს და დანარჩენი დრო კი გამოღვიძებისა და ტონუსის ასამაღლებლად გამოიყენოს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძიენბათ და ეშინიათ წასაძინებლად გამზადებულებს ღრმად არ ჩაეძინოთ. მეცნიერებს მათთვისაც აქვთ რჩევები და როგორც კვლევები ადასტურებს, მხოლოდ რამდენიმე წუთით თვალების დახუჭვა საკმარისია ახალი ენერგიით დასამუხტად.
მეცნიერული კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ წყნარ სიფხიზლესაც შეუძლია შედეგების მოტანა- წყნარი სიმშვიდე გულისხმობს ფიზიკურ სიმშვიდეს, მოდუნებასა და ფიქრებისგან გათავისუფლებასაც. ეს უმჯობესებს ტვინის უჯრედებს, ამცირებს სტრესს, აბალანსებს ხასიათს და ადამიანს უფრო ფხიზელსა და ენერგიულს ხდის.
ასე რომ, თუ ადამიანი სამსახურში თავს დაღლილად იგრძნობს, 10-20 წუთიანი ძილი საშუალებას მისცემს დაიმუხტოს ახალი ენერგიით და გააუჯობესოს მუშაობის ხარისხი. თუ Nasa-ს პილოტებისთვის ეს ხერხი ეფექტურია, სავარაუდოა, რომ ბიზნესში მომუშავე ადამიანებისთვისაც გამოსდეგი იქნება. J