რატომ ვმუშაობთ „ოვერთაიმზე“? ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხის მიხედვით, მიზეზი ის მენეჯერები არიან, რომლებსაც სურთ, რომ თანამშრომლებმა არასამუშაო დრო სამსახურს დაუთმონ: უპასუხონ მეილებს ნებისმიერ დროს, დაუთმონ საღამოები და უქმეები სამსახურეობრივ საქმიანობას. ამ ნარატივის მიხედვით, ორგანიზაციულ პირამიდაში არასამუშაო საათებში მუშაობაზე წნეხი ზემოდან ქვემოთ მოდის.
არსებობს მეორე ნარატივი, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი, მენეჯრების ჩათვლით, იმ ტექნოლოგიური, ეკონომიკური და კორპორატიული კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც სამუშაო გარემოში ტრიალებს, ანუ გაჯეტით მუდმივად საქმეში იყოს ჩართული. ამ ვერსიის მიხედვით, თანამშრომლების არავინ კარნახობს მსგავსი ქცევის ნორმებს. უბრალოდ, ადამიანებზე მოქმედებენ ის მიკრო ფაქტორები, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება, მაგ: ხელმისწავდომობა ინფორმაციაზე, კონკურენციის დაკარგვის შიში და სხვ.
არსებობს მესამე ვერსიაც, რომელსაც არგუმენტად ადამიანის ფსიქოლოგიური მხარე მოჰყავს. ადამიანებს მართავს ისეთი ემოციების ნაზავი, როგორიცაა ამბიცია, სიხარბე, შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, სიამოვნება, სიამაყე, საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი ან პასუხისმგებლობის ზედმეტი გრძნობა. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ადამიანის სურვილს, იმუშაოს დადგენილ სამუშაო საათებზე მეტი. ამ ემოციებიდან, ზოგიერთი მათგანი ნეგატიურ ხასიათს ატარებს (მაგ: სიხარბე და დანაშაულის გრძნობა), თუმცა, უმრავლესობა პოზიტიურია. საინტერესოა ფაქტიც, რომელსაც მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ხშირად ადამიანის ოჯახური გარემო სამუშაო გარემოზე სტრესულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის სამსახური ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.
თუმცა, მთავარი კითხვა, რომელისაც „ოვერთაიმზე“ ფიქრისას ვსვამთ ის კი არ უნდა იყოს თუ ვინ არის ამაში დამნაშავე, არამედ, ის თუ რამდენად ეფექტიანი გზაა სასურველი შედეგის მისაღწევად.
კვლევებმა დაადგინა, რომ „ოვერთაიმზე“ მუშაობა არ იძლევა შესაბამის შედეგს. ბოსტონის უნივერსიტეტის კონსულტანტის, ერინ რეიდის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ იმ თანამშრომელთა შედეგიანობა, რომლებიც კვირაში 80 საათს მუშაობენ არ განსხვავდება იმ თანამშრომლების შედეგიანობისგან, რომლებიც არ მუშაობენ ამდენივე საათს. ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ „ოვერთაიმი“ აზიანებს როგორც ადამიანს, ასევე მის დამსაქმებელ კომპანიასაც.
ფინეთის პროფესიული ჯამრთელობის ცენტრის კვლევების მიხედვით, რომელიც მატიანა ვირტანენმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, დადგინდა, რომ მუშაობით გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სტრესი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგებს იწვევს. მაგალითად: ძილის პრობლემები, დეპრესია, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, მეხსიერების დაზიანება და გულის დაავადებები. ეს ყოველივე, როგორც კონკრეტული ადამიანის სიცოცხლისთვისაა საზიანო, ასევე კომპაიისთვისაც ნეგატიური შედეგის მომტანია- ოვერთაიმის „მოყვარულ“ კომპანიებში მაღალია სამსახურის გაცდენისა და თანამშრომელთა გადინების მაჩვენებლები. ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების ზრდასაც იწვევს.
თუ ადამიანის საქმიანობა პირდაპირ კომუნიკაციას, სხვა ადამიანების გამომეტყველებაზე დაკვირვებას და საკუთარი ემოციების მაღალ დონეზე კონტროლს მოითხოვს, კიდევ უფრო ცუდი შედეგებია! გადატვირთული მუშაობის შედეგად, სამუშაოს შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ადამიანში, თუნდაც მოხალიესობრივად, დამატებითი საათების მუშაობა, გადაღლილობას იწვევს. დაღლილობის დროს კი შეცდომების დაშვების ალბათობა ბევრად მეტია. უმეტესობა ჩვენგანი კი იმაზე სწრაფად იღლება, ვიდრე ეს თავად გვგონია. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1-3%-ს შეუძლია იძინოს 5 ან 6 საათი ისე, რომ მისი მუშაობის შედეგიანობა არ დავარდეს.
დიდი ხნიანი მუშაობის , პროცესების „დიდი სურათის“ ხედვის უნარიც ქვეითდება. კვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტად „გადავიწვებით“ მეტად ვკარგავთ რეალური სურათის აღქმის უნარს. ეს გაკვეთილი ბიზნესმა დიდი ხსნი წინ ისწავლა, მე-19 საუკუნეში, როდესაც ფაბრიკებში სამუშაო დღე ჯერ 10, შემდეგ კი 8 საათამდე შემცირდა, თანამშრომელთა მუშაობის შედეგიანობა გაიზარდა და შეცდომების რაოდენობამაც იკლო. საუკუნის შემდეგ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ექსპერიმენტიც სწორედ ამ პრობლემაზე იყო მიმართული და ამავე შედეგით დასრულდა: კონსულტანტების გუნდი უფრო პროდუქტიული იყო მაშინ, როდესაც ისინი დასვენების საათებში მუშაობის მაგივრად ისვენებდნენ.
კვლევების მიხედვით, სამსახურში კრიზისული პერიოდის დროს ადამიანისთვის კვირაში 60 საათი მუშაობა ნორმალურია, თუმცა ამან რუტინული სახე არ უნდა მიიღოს.რატომ აგრძელებენ ადამიანები ისევ „ოვერთაიმებზე: მუშაობას? რატომ არ შეუძლიათ საქმის გვერდზე გადადება?
შეიძლება, ბევრმა ადამიანმა არც იცის, თუ როგორი საზიანოა ზედმეტი საათების მუშაობა.
შეიძლება, ბევრი ადამიანი ამ კვლევების შედეგებს სკეპტიკურად უყურებს.
ან შეიძლება, ეს ყოველივე უფრო ძლიერი ზეგავლენების ბრალია: ეკონომიკური სტიმულების, ავტორიტეტული ფიგურებისა და ფსიქოლოგიური სიღრმეების „კოქტეილი“ ხშირად დასალევად ზედმეტია.
მოკლედ, მოვუფრთხილდეთ თავს, ზედმეტი შრომისთვის ძეგლს არავინ დაგვიდგამს..