კომპანიის მისიასთან და ღირებულებებთან კანდიდატის კარიერული მიზნებისა და პირად ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენა, გუნდის პოზიტიური დინამიკისა და სამუშაო გარემოს შესამნელად აუცილებელი ფაქტორია.
ზოგადად, შერჩევის პროცესში, კომპანიის ორგანიზაციულ კულტურასთან კანდიდატის შესაბმისობის შეფასება რთულია და განსხვავდება კანდიდატის ტექნიკური უნარების შეფასებისაგან. პანდემიამდე, დამქირავებლები კანდიდატებთან პირისპირ გასაუბრებებს ატარებდნენ პიროვნული თვისებებისა და ე.წ. რბილი უნარების შესაფასებლად. ვინდაიდან დღეს სახლიდან მუშაობა ახალი რეალობაა, შერჩევის პროცესმაც ვირტუალურ გარემოში გადაინაცვლა. შესაბამისად, პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე, კანდიდატის ორგანზიაციის კულტურასთან შესაბამისობის დადგენა ნამდვილად გამოწვევად იქცა.
თუმცა, შერჩევის პროცესმა ვირტუალურ სამაყორსთან ადაპტირება უკვე მოახერხა და შესაძლებელია, კანდიდატის ორგანიზაციის ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენა, ამისთვის კი რამდენიმე მარტივი წესიც გამოიკვეთა:
პოზიტიური გარემოს შექმნა
ვირტუალური გასაუბრება პირდაპირ კომუნიკაციასთან შედარებით, სტატიკური პროცესია. ფიზიკური დისტანციის გამო, კანდიდატისთვის რთულია იმ ბუნებრივი ქცევების გამოხატვა, რომელსაც დამქირავებელი რბილი უნარების შესაფასებლად იყენებს.
ვირტუალური გასაუბრების ეფექტიანობისთვის კარგი იქნება, თუ დამქირავებელი პოზიტიური ატმოსფეროს შექმაზე გააკეთებს კონცენტრაციას- თვალებით კონტაქტი, გულთბილი მისალმება, ღიმილი და ჟესტიკულაციაც კი, საჭიროა „დესკტოპ“ გასაუბრების პროცესში, რაც დისტანციის აღქმას შეამსუბუქებს და კანდიდატსაც გაუმარტივდება საკუთარი გამოცდილებისა თუ მოსაზრებების გაზიარება.
დღეს ძალიან უცნაური პერიოდია, რომელმაც ნებისმიერ ადამიანზე ინდივიდუალური გამოცდილება შექმნა. თუ დამქირავებელი კანდიდატს დისტანციურ მუშაობასთან და პანდემიის გამოწვევებთან შეგუების თუ დაძლევის პირად გამოცდილებას გაუზიარებს, ეს ნდობას შექმნის და გასაუბრების სანდოობას კიდევ უფრო გაამტკიცებს. პირადი გამოცდილების გარდა, კარგი იქნება, თუ კანდიდატსაც მიეცემა საშუალება გააზიაროს საკუთარი „კოვიდგამოცდილებაც“. „როგორ უმკლავდებით დისტანციურად მუშაობას“ ან „ხომ არ მიგიღიათ პოზიტიური რამე ამ გამოცდილებიდან?“ - ეს კითხვები არც ძალიან პირადია და არსებული გაურკვევლობის ფონზე, კანდიდატის გამძლეობას, პრაგმატიზმის დონესა და აზროვნების სტილის გამოავლენს.
ვირტუალური ინტერვიუ, მიუხედავად ფორმატისა, შერჩევის ინტერვიუა, რომელსაც სჭირდება თავაზიანი საუბარი, ენთუზიაზმის დემონსტრირება და ცხადია, პროფესიონალიზმი. ვირტუალური ინტერვიუ კანდიდატის ემოციური ინტელექტისა და ადაპტაციის უნარის დასადგენად კარგი მეთოდია.
მთავარი კრიტერიუმების შეფასების დაგეგმვა
ვირტუალური გასაუბრების დროს შერჩვის პროცესის ფუნდამენტური მიზნები და ხასიათი უცვლელი რჩება. პირველ რიგში, კარგი იქნება, დამქირავებელმა გასაუბრებამდე განსაზღვროს ის უნარები, ღირებულებები და ქცევები, რომელიც არსებულ პოზიციაზე წარმატებისთვის არის აუცილებელი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდიანრე, კომპანიები ეძებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც არიან გამძლე და პოზიტიურები, რომლებიც მარტივად ეგუებიან ცვლებებს და რომლებსაც სტრესის მართვა შეუძლიათ. „შეგიძლიათ მომიყვეთ მაგალითი, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით? როგორ გაუმკლავდით ამ სიტუაციას?“ - ეს სიტუაციური კითხვები დამქირავებელს დაეხმარება რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეაფასოს, როგორ უმკლავდება კანდიდატი ახალ გამოწვევებს და როგორია მისი საკუთარი შესაძლებლობების შეფასების უნარი.
ანალოგიურად, რბილი უნარების შემოწმებისას, ჰიპოთეტური სცენარების გამოყენება ვირტულური ინტერვიუსთვისაც ეფექტური მეთოდია. ამიტომ, დამქირავებელმა უნდა დასვას ისეთი კითხვები, რომელიც პოზიციისთვის საჭირო პიროვნულ თვისებებს გამოავლენს, მაგალითად, კითხვა- „ვთქვათ, კლიენტმა პროექტის მსვლელობისას გადაწყვიტა, რომ ცვლილებების განხორციელება უნდა პროექტის შინაარსში, როგორ უპასუხებთ მას?“, კანდიდატის პროექტის მენეჯმენტის, ადაპტაციისა და არასტანდარტული სიტუაციის მართვის უნარს გამოავლენს.
მეორეს მხრივ, დამქირავებელმა უნდა მოამზადოს ისეთი კითხვებიც, რომელიც მას დაეხმარება ვირტუალურად გამოავლინოს და შეაფასოს კანდიდატის უნარები თუ ხასიათის თვისებები, რაც პირდაპირი კომუნიკაციის დროს მარტივად იყო შესაძლებელი. მაგალითად, კითხვები- „რა არის თქვენი ჩვეული სამუშაო სტილი?“; „რას აკეთებთ თავისუფალ დროს?“ დამქირავებელს დაეხმარება დაადგინოს, თუ როგორ შეძლებს კანდიდატი კოლეგებთან კომუნიკაციას და როგორ მოიქცევა სოციალიზაციის პროცესში.
ვირტუალური გასაუბრებების დროს ინტერნეტთან კავშირი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს - დაგვიანებულმა ხმამ და შენელებულმა გამოსახულებამ ,შესაძლოა, არასწორი წარმოდგენა შექმნას კანდიდატის ინტერესსა თუ ენთუზიამზე. კარგი იქნება, თუ დამქირავებელი ინტერესის დასადგენად, შემდეგ კითხვებს დასვამს: „რატომ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით?“ ან, „რა მოგწონს ყველაზე მეტად თქვენს ძველ პოზიციაში?“
ხაზი გაუსვით კომპანიის კულტურას
ორგანიზაციის კულტურასთან თანხვედრორმხივია, კანდიდატები უპირატესობას იმ კომპანიას ანიჭებენ, რომლებიც მათ პირად ღირებულებებთან და მიზნებთან თანხვედრაშია. პირისპირ გასაუბრების დროს, კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა კომპანიის სამუშაო გარემო და ოფისი საკუთარი თვალით შეეფასებინა, ვირტუალური გასაუბრება კი ამ საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.
კომპანიის სამუშაო კულტურის აღსაწერად, დამქირავებელმა ვირტუალურ გასაუბრებაზე უნდა ისაუბროს კომპანიის სამუშაო გარემოზე, ვაკანტური პოზიციის როლის მნიშნველობაზე, შესაძლებელია საუბარი ჩაცმის სტილზეც, გუნდურობის ღონისძიებებზე, კომპანიის მისიასა და ღირებულებებზე. ამას გარდა, აუცილებელია, რომ კანდიდატმა მოისმინოს ინფორმაციაც, თუ როგორ მუშაობენ გუნდის წევრები და კიდევ უფრო მეტი დეტალი იმ გუნდის სამუშაო კულტურაზე, რომელსაც მიეკუთვნება ვაკანტური პოზიცია.
რბილი უნარების შეფასებისას, აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს შესაძლებლობა თვითონაც დასვას კითხვები როლზე, კომპანიაში არსებულ წესებსა და სამუშაო გარემოზე.
ვირტუალური გასაუბრების პროცესში, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება, როგორიცაა გასაუბრებისთვის მომზადება, კანდიდატის ჩართულობა და ორგანიზაციის პოზიციონირება, დამქირავებელს საშუალება მისცემს ვირტუალური გასაუბრება გახადოს ეფექტური და შეაფასოს კანდიდატის უნარები, ორგანიზაციის კულტურასთან თავსებადობა და გრძევლადიანი თანამშორმლობის შესაძლებლობა.