საკონსულტაციო კომპანია JL Buchanan ის აღმსრულებელმა დირექტორმა ინსტაგრამიდან გაიგო, რომ მისი ერთერთი თანამშრომელი პარიზში მოგზაურობდა. ამ ფაქტს უცნაურს ვერ დავარქმევთ- ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ფაქტის „უცნაურობას“ ის განაპირობებს, რომ მოგზაური თანამშრომელი შვებულებაში არ ყოფილა და სამუშო პერიოდში აღმოჩნდა საფრანგეთში.
JL Buchanan ის აღმასრულებელი დირექტორი, სუზან ჰოაბი ერთერთი ის ლიდერია, რომელიც არ ღელავს სად და როდის მუშაობენ მისი კოლეგები და სჯერა, რომ ადამიანებს კომპანიისთვის სამუშაოს შესრულება ნებისმიერი ადგილიდან ისევე წარმატებით შეუძლიათ, როგორც ოფისში, საკუთარი სამუშაო ადგილიდან.
ROWE- შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, მენჯემენტის ახალი და საინტერესო კონცეფციაა, რომელიც აქცენტს აკეთებს შედეგებზე და არა სად ან როდის მუშაობს ადამიანი.
„ შედეგებზე ორიენტირებული გარემო ეს უდიდესი ნდობაა! ჩემი კოლეგა პარიზშია, მაგრამ ვიცი რომ ის თავის სამუშაოს წარმატებით შეასრულებს. შესაძლებელია პარიზში ყოფნისას დრო არ რჩება სამუშაოდ, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, დარწმუნებული ვარ მან თავისი სამუშაო დაასრულდა და სამოგზაუროდაც ამიტომ წავიდა“- ასეთია ჰოაბის კომენტარი
ROWE -ს მიხედვით, ყველა ადამიანი სრულად პასუხისმგებელია საკუთარ შედეგებზე, მართავს საკუთარ თავს და სრული დამოუკიდებლობით სარგებლობს. თანამშორმლები თვითონ გეგმავენ სამუშაოს, ვადებს და სად და როგორ იმუშავონ. ეს კონცეფცია არ ნიშნავს ოფისიდან ადრე გასვლას ან „დეი ოფ“ -ით სარგებლობას, ROWE ეს არის მუშაობა ოფისში არ მისვლით და საკუთარი თავის მენეჯმენტით!
ჯოდი თომფსონი საკონსულტაციო კომპანია CultureRx დირექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ROWE კონცეფციის განვითარებაში. მისი აზრით „ ყველა ადამიანი 100%ით ანგარიშვალდებულია და 100% ით დამოუკიდებელი, რომელიც ნიშნავს რომ ადამიანი უნდა იყოს დამოუკიდებელიც და თვითმართვადიც
ROWE კონცეფციის მიხედვით, ფიზიკური ოფისი კვლავ არსებობს, მაგრამ მისი მნიშვნელობა ნელნელა მცირდება, რადგან სამუშაოს შესასრულებლად საჭირო სივრცე ნებისმიერ ადგილზე მოიძებნება.
კონსულტანტის მიხედვით, ამ კონცეფციის პოპულარობა უძრავი ქონების ფასზეც მოქმედებს, რადგან მოთხოვნა ფიზიკურ ოფისებზე შეერთებულ შტატებში მცირდება.
სუზან ჰოაბიმ, JL Buchanan ში შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო გარემო 2009 წელს შეიტანა და ციფრებმა დაადასტურა, გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომლების პროდუქტიულობა, ეფექტურობა, ჩართულობა და ფინანსური შედეგები
დღეს ბევრს საუბრობენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე, რომელიც არც თუ ისე ძნელია რეალობად აქციო, მაგრამ ROWE ს ბევრი გამოწვევა აქვს! ერთერთია ტრადიციული მოსაზრებები, როდესაც მენეჯერები ფიქრობენ, რომ საუკეთესოა ის თანამშრომელი, რომელიც მუდმივად სამუშაო მაგიდასთან ზის, ან უპასუხისმგებლოა თანამშრომელი, თუ ის სამუშაო დროს ფიტნეს კლუბში დახარჯავს და სხვ.
ROWE ს მიხედვით, თანამშრომლებს ულიმიტო უქმე დღეები აქვთ და არავისი დასტური ან ნებართვა არ სჭირდება!
WATT Global Media- მარკეტინგული კომუნიკაციის კომპანიაა რომელიც ასევე ტრანსფორმირდა ROWE მოდელზე 2012 წელს. კომპანიის
CEO გრევ უოტი ღელავდა თანამშრომლების შენარჩუნებაზე და რეკრუტინგის ხარისხზეც, რადგან ფიქრობდა, რომ ბევრი ადამიანი ვერ შეეგუებოდა „უოფისო“, უგრაფიკო და უმენეჯერო სამუშაო გარემოს. ცხადია პირიქით მოხდა- WATT ის თანამშრომლების უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებულებიც გახდნენ და დენადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
"მიზნები და შედეგები იგეგმება „ქვემოდან ზემოთ, ეს არის დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის, ყველას აქვს კონკრეტული და გასაგები შედეგები, რომლის მიხედვითაც ადამიანები ანაზღაურებას იღებენ. საოცარია, რომ დღეს უფრო მარტივი ხდება ორგანიზაციის შედეგების გაუმჯობესება, როგორც ჩანს, ადამიანებს ურჩევნიათ თვითონ მართონ პროცესიც და ვადებიც“ ამბობს გრევ უოტი.
ROWE კონცეფცია მენეჯერებისთვის სხვა საფიქრალს აჩენს - მათ უნდა მოახერხონ და შეეგუონ პროცესზე ყოველდღიური კონტროლის დაკარგვას და ტრანფორმირდნენ ქოუჩებად, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გუნდის ეფექტურობას. კონცეფციის მიხედვით, ასეთ მენჯერებს Result Coach ეწოდებათ, რომლებიც შედეგებზე უკუკავშირს სისტემატიურად წარმართავენ და კოლეგებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემა. ROWE კონცეფციაში მენეჯერის უკუკავშირს კვლავ მნიშვენლოვანი როლი აქვს, კარიერულ იერარქიას კი ნაკლებად ექცევა ყურადღება.
" ROWE ს კონცეფციით მუშაობისას, მუდმივად ჩდება კითხვა- ვმუშაობთ თუ არა სწორად? გვაქვს თუ არა სწორი მიზნები? სწორად ვაფასებთ თუ არა შედეგებს? ეს კითხვები ისედაც არსებობდა, ასე რომ ROWE-ს უკეთესად შეუძლია მსგავს კითხვებზე არსებული პრობლემების მოგვარება“, ამბობს CultureRx დირექტორი, თომფსონი.
ხშირად გვსმენია “work smart not hard”, მაგრამ „ჰარდვორკინგი“ თანამედროვე ბიზნეს გარემოს ორგანული მახასიათებელი გახდა და თანაც ისე, რომ თანამშრომლის დადებითად დახასიათებისას „ჰარდვორკერს“ ხშირად მოვისმენთ. ROWE კი კონცეფციაა, რომელიც სხარტ, ანუ smart working ზე აკეთებს აქცენტს, რომლის გრძელვადიანი შედეგები გარემოზე დადებითი გავლენაც კი შეიძლება აღმოჩნდეს- ადამიანები ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს აღწევენ, გარემო კი ნაკლებად დაბინძურდება საოფისე ფართების შენება- მოვლით გამოწვეული ნარჩენებით.