ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?

როგორც ამბობენ, ტრადიციული რეზიუმეებისა თუხუთგვერდიანი CV ების „ხანა“ შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან HR მენეჯერებსა თუ მენეჯერებს უფრო და უფრო მცირე დრო რჩებათ დღეების განმავლობაში წაიკითხონ უამრავი კანდიდატის CV და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება დაურეკონ და მოიწვიონ თუ არა შეხვედრაზე.

1989 წელს პირველად გამოჩნდა ვიზიუმე, ანუ ვიდეო რეზიუმე, რომელიც პოპულარული გახდა ჯერ იუთუბზე შემდეგ კი ამერიკულ ინდუსტრიაში. თუმცა, ვიზიუმეს პოპულარობა არ გაზრდილა, რადგან რეკრუტერების აზრით, ვიზიუმე არ იძლეოდა საკმარის ინფორმაციას კანდიდატზე- 3 ან 5 წუთიან ვიდეო რგოლში კანდიდატი მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებისა თუ ინტერესების წარდგენას (intro) უფრო ახერხებდა, ვიდრე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. ამას გარდა, რეკრუტერები აღნიშნავდნენ, რომ ვიზუალური ეფექტი თუ ინფორმაცია, განსხვავეულ და არაერთგვაროვან შეფასებებსაც იწვევდა გადაწყვეეტილების მიღების პროცესში.

დღეს ვიზიუმეს უფრო მეტად მენეჯერულ ოზიციებზე კანდიდატების CV ს ალტერნატივად განიხილავენ. მისი უპირატესობა ისაა, რომ კანდიდატი სამწუთინი ვიდეო რგოლით პირველივე ჯერზე აწვდის ინფორმაციას კომპტენციების, გამოცდილების, ექსპერტიზისა და ინტერესების შესახებ. ვიზიუმეს მეორე უპირატესობაა ე.წ გაცნობის (პირველი ინტერვიუ) ჩანაცვლება, რადგან რეკრუტერს უკვე აქვს წარმოდგენა ვინ იქნება მისი პოტენციური კანდიდატი, ეს პოზიტიურად მოქმედებს ინტერვიუს შინაარსსა თუ სტრუქტურაზე და რეკრუტერს უფრო მეტი დრო რჩება კანდიდატის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად.

როგორ კეთდება ვიზიუმე?

ვიზიუმეს გასაკეთებლად საჭიროა კამერა და კარგად შედგენილი ე.წ სკრიპტი, ანუ მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანდიდატზე

რა უნდა გავითვალსიწინოთ:

ვიდეოს პირველი 20 წამი ყველაზე მნიშნველოვანია, ამიტომ კანიდატმა უნდა შეძლოს პოტენციური დამქირავებლის ყურადღების მიპყრობა 20 წამის განმავლობაში.

ხმის ტემბრი, მიმიკა და ვერბალური მესიჯები უნდა იყოს დამაჯერებელი, ამიტომ სჭირდება რეპეტიცია განსაკუთრებით ინფორმაციის გადაცემის პროცესს.

სკრიპტი (იგივე ვიდეოს ტექსტი) არ უნდა იყოს CV, ამიტომ კანდიდატი შეარჩევს სამ ყველაზე მნიშნველოვან კომპტენციას, გამოცდილებას და ცოდნას, რომლითაც რეკრუტერის ყურადღებას მიიპყრობს. სკრიპტის წაკითხვა დაუშვებელია, არც უემოციო და დაზეპირებული საუბარია მომხიბვლელი, ამიტომ ვიზიუმეს შექმნის დროს, კანდიდატი გადის რეპეტიციას როგორ გახადოს საკუთარ თავზე ‘სფიჩი“ საინტერესო

არ უნდა იყოს ხანგრძლივი, ვიზიუმეს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და არ უნდა იყოს 1 წთ ზე ნაკლები

სამოსი და გარეგნობა, ვინაიდან კომუნიკაცია დისტანციურია, ეს არ ნიშნავს რომ ჩაცმის სტილი თავისუფალია. ვიდეო კანდიდატის ჩაცმის სტილი იგივეა, რაც ორგანიზაციაში ინტერვიუს სტილი და საჭიროა საქმიანი იმიჯის მორგება.

ერთი შეხედვით, ვიდეო რეზიუმე საკმაოდ რთულია შესაქმენალად, თუმცა მოიაზრება როგორც კრეატიული cv . მნიშვნელოვან სირთულეს კი 3 წუთში 3 ძირითადი მესიჯის გადაცემა ნამდვილად ქმნის. მაგრამ შეგვიძლია ვცადოთ, შევქმნათ ჩვენი ვიზიუმე და ორგანზაციის რეკტურერს ნამდვილად არ დაავიწყდება ჩვენი სახელი და გვარი ვიზიუმესგან მიღებული შთაბედჭილებებისგან.

 

ესეც საუკეთესო ვიდეო რეზიუმეს ლინკი

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015