დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი

ალბათ,  წაგიკითხავთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გააუმჯობესოს ოფისის დიზაინმა დასაქმებულის მუშაობის ხარისხი და აამაღლოს მოტივაცია. ხშირად, კარგი ოფისის ძირითად მახასიათებლებად სარბენ ბილიკს, რბილ ავეჯს და „შინაური ცხოველის დღეს“ მოიაზრებენ

HR საკონსულტაციო კომპანიის, Future Workplace -ის, მიერ ჩატარებული გამოკითხვა, სახელწოდებით „თანამშრომლების გამოცდილება “( employee experience) ცხადყოფს, რომ დასაქმებულის სურვილები უფრო ფუნდამენტურ, ადამიანურ საჭიროებებს ეყრდნობა.  16140 ადამიანის (ჩრ. ამერიკა)  გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია, ოფისი დღის შუქით იყოს განათებული და სასიამოვნო ხედს გაჰყურებდეს. ამასთან, გამოკითხულები საუბრობენ კარგად აღჭურვილ კაფეტერიებზე, ფიტნეს ცენტრებსა და ოფისში არსებულ საბავშვო ბაღებზე (Fortune-ის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მხოლოდ 4-8% აქვს ოფისში მოწყობილი საბავშვო ბაღი).

აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ოფისში დღის შუქისა და ხედის ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანების კარგ განწყობაზე. კვლევის მონაწილეების   მესამედი სწორედ დღის შუქის ნაკლებობაზე საუბრობს;  47% ამბობს, რომ მზის სიმცირე  დაღლილობას იწვევს, 43% კი სწორედ დღის შუქის ნაკლებობას აბრალებს დღის განმავლობაში ცუდ განწყობას.

ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სამუშაო გარემოს კომფორტი თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზე. Gallup-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს - დასამებულთა ნახევარი აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოში კარგად გრძნობდნენ თავს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დღის შუქით განათებული ოფისისა და ლამაზი ხედების სურვილი მობილური ტელეფონების უწყვეტი გამოყენებით იყოს განპირობებული. Emarketer Mobile Research-ის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელები (18+) მობილურ ტელეფონზე დღეში საშუალოდ 4 საათს ხარჯავენ. ამავე კვლევის მიხედვით, რაც უფრო ხშირად ხმარობს ადამიანი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, უფრო მეტად უჩნდება ბუნებაში სეირნობის ან თუნდაც ფანჯრიდან ლამაზი ხედის ყურების სურვილი.

კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორ ალან ჰედჯი გვესაუბრება თუ რა კავშირი აქვს დღის შუქს „დასამქებულის გამოცდილების“ გაუმჯობესებასთან. მისი კვლევის მიხედვით  დღის შუქი დასაქმებულებში თვალის პრობლემებს 51%-ით, ხოლო თავის ტკივილს 56%-ით ამცირებს.

ოფისში დღის შუქის არსებობის დადებითი მხარეების გამოვლენის შემდეგ, ბევრამ კომპანიამ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა სამუშაო გარემო და ეს რეკრუტინგის იარაღადაც გამოეყენებინა. ამის შესანიშნავია მაგალითია Amazon-ის სამუშაო სივრცე იტალიაში, რომელსაც „სფეროებს“ უწოდებენ. სფეროებში 40,000-ზე მეტი მცენარე ხარობს. ეს სივრცე არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ამცირებს ბუნებაში სეირნობის საშუალება დასაქმებულების სტრესს და რამდენად ზრდის მათ კმაყოფილებას.

ხშირად შეხვდებით ოფისებში აღმასრულებლებისთვის მოწყობილ დიდ ოთახებს, დიდი ფანჯრებითა და რბილი ავეჯით, მაშინ, როცა თანამშრომლებს ამის ფუფუნება არ აქვთ. Airbnb ამ სტერეოტიპერს პორტლენდში არსებულული ქოლ-ცენტრის ოფისით ანგრევს- ჩაბნელებული და უფანჯრო სამუშაო სივრცის მაგივრად, Airbnb-ის ქოლ-ცენტრის ოფისში არის ღია სივრცე, დღის შუქი, რბილი ავეჯი და უკაბელო ტექნოლოგიები. ამ ელემენტების დადებითი მხარეების შემჩნევა კი ძალიან მარტივია. აღსანიშნავი და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, სამუშაო მაგიდის ფანჯარასთან სიახლოვე შრომითი კოდექსით რეგულირდება.

Harvard-ის ბოლო კვლევებში ნახავთ, რომ მხოლოდ დღის შუქი და ბუნებრივი განათება არ ქმნის სამუშაო გარემოს კომფორტს, აუცილებელია სუფთა ჰაერიც, რაც ამცირებს დაღლას და თავის ტკივილს, თანამშრომელს კი უფრო პროდუქტიულს და მოტივირებულს ხდის.

როგორც ხედავთ, ბოლო დროს ბიზნეს სამყარო ძალიან არის დაინტერესებული სამუშაო გარემოს კომფორტის დეტალების კვლევით, რადგან ამჩნევენ, რომ რაც უფრო კომფორტულია დასაქმებულისთვის ოფისი, მით უფრო შედეგიანია მისი მუშაობა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს ტოპ ტალანტები გადაწყვეტილების მიღებისას დიდ ყურადრებას აქცევენ ოფისში კომფორტს.

ასეთ ვითარებაში მენეჯერებმა სამუშაო გარემოს კომფორტზე ზრუნვა დაიწყეს. მაგალითად, Overstock-ის ოფისი 230 000 კვადრატულ მეტრია და პირდაპირ გადაჰყურებს Salt Lake Valley-ის. ამ სივრცის სარემონტო სამუშაოების დროს კომპანიის მენეჯერს, პატრიკ ბირნს, სურდა, რომ თანამშრომლებისთვის ხედის ყურების შესაძლებლობა შეექმნა. ამიტომ პანორამულ ხედზე  30 000-მდე „ჭკვიანი ფანჯარა“ განთავსდა , რომელიც ავტომატურად არეგულირებს დღის შუქს ოფისში და ქმნის თანამშრომლებისთვის უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოს, შესაბამისად ზრდის მათ პროდუქტიულობას.

სათაური
გამოქვეყნების დრო
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015